რატომ დაარქვეს ზვიად გამსახურდიას შვილიშვილს ხედა - "ისტორია გრძელდება... ორი რაინდის შთამომავლები" - მშობლები

რატომ დაარქვეს ზვიად გამსახურდიას შვილიშვილს ხედა - "ისტორია გრძელდება... ორი რაინდის შთამომავლები"

2023-01-10 10:57:08+04:00

ამ ფოტოს კონსტანტინე გამსახურდია ავრცელებს შემდეგი ტექსტით:

"ფოტოში ისტორია ილანდება: ხედა გამსახურდია, დეგი დუდაევი. სახელ ხედას რაც შეეხება: ეს იმ ჩეჩენი ქალის სახელია, რომელიც 1992-1994 წლებში გროზნოში ცოტნესთვის და გიორგისთვის ზრუნავდა. იგი გამორჩეულად უყვარდათ ბიჭებს".

ფოტოზე ზვიად გამსახურდიას ვაჟის - გიორგის ქალიშვილია და ასევე ცნობილი ჩეჩენი პოლიტიკოსის, ჩეჩნეთის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ვაჟი დეგი. ფოტოს ასევე აზიარებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური:

"ისტორია გრძელდება… მეოცე საუკუნის ორი გმირის, ორი რაინდის, სამშობლოს სიყვარულს შეწირული ორი ძმადნაფიცის შთამომავლობა დღეს:ხედა გიორგის ასული გამსახურდია და დეგი ჯოხარის ძე დუდაევი".

323423980-5942153542489832-6660226101811712437-n-1673334121.jpg