ყველაზე ხშირი ფაქტები ცარიელ შახტაში ჩავარდნას უკავშირდება - რა უნდა იცოდეთ აუცილებლად ლიფტში მგზავრობის უსაფრთხოების წესებზე და ჩავარდნის შემთხვევაში - მშობლები

ყველაზე ხშირი ფაქტები ცარიელ შახტაში ჩავარდნას უკავშირდება - რა უნდა იცოდეთ აუცილებლად ლიფტში მგზავრობის უსაფრთხოების წესებზე და ჩავარდნის შემთხვევაში

2023-01-15 12:00:23+04:00

დაზიანებული ლიფტების გამო არაერთი ტრაგედია დატრიალებულა. როგორ მოვიქცეთ, როცა ლიფტის კაბინა ვარდება ან ლიფტის ცარიელ შახტაში ეცემით. გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც გადარჩენის მეტ შანსს მოგცემთ.

პირველ ყოვლისა უნდა იცოდეთ, რომ ლიფტის კაბინის მოწყვეტა უკიდურესად იშვიათად ხდება. მას რამდენიმე კაბელი იჭერს და ერთიც რომ გაწყდეს, შეიძლება ლიფტი გადაიხაროს, მაგრამ ბოლომდე ჩაწყვეტის და ჩავარდნის შანსი დაბალია. ყველაზე საშიში და ხშირი ფაქტები ცარიელ შახტაში ჩავარდნას უკავშირდება.

ფეისბუქმომხმარებელი კატერინა ჟვანია ლიფტით მგზავრობის აუცილებელ, გავრცელებულ წესებს უზიარებს საზოგადოებას:

324734427-505181138271300-2854932208637712349-n-1673771514.jpg

  • არ შეხვიდეთ ლიფტში ტელეფონში ჩეთაობისას - დარწმუნდით, რომ სიცარიელეში არ შეაბიჯებთ!
  • ლიფტის სართულებშუა გაჭედვის შემთხვევაში არ დაიწყოთ დამოუკიდებლად გამოსვლა. უცებ რომ დაიძრას, სასიკვდილოა.
  • სართულზე კარები თუ არ გაიღო, დარეკეთ, დაიყვირეთ, გარედან გაგიღონ, იქონიეთ მოთმინება დაელოდეთ სისტემის გათიშვას.
  • არავითარ შემთხვევაში ხელი არ შეყოთ ზემოთ, სადაც გორგოლაჭებია! უცებ თუ დაიძრა ხელს ჩაითრევს და ვერ მოასწრებთ გათავისუფლებას.
  • თუ ლიფტის კაბინამ თავისუფალი ვარდნა დაიწყო (ძალიან იშვიათია - აქვს მუხრუჭი, აქვს რამდენიმე ტროსი) არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ხტუნაობა, არ იდგეთ ფეხზე, დაწექით რაც შეიძლება კედელთან ახლოს და თავქვეშ უნდა მოასწროთ რამის ამოდება, ჩანთა, სამოსი (ხელფეხის დამტვრევასთან შედარებით ქალატვინის დაზიანება შეიძლება დარტყმის შედეგად ფატალური იყოს). დაბალი (4-5) სართულიდან ვარდნის შემთხვევაში მოასწრებთ მოღუნული მუხლებით, ჩაცუცქულ მდგომარეობაში, კედელზე ზურგით მიყრდნობილმა მიიღოთ ქვემოდან დარტყმა.
  • თუ ლიფტის შახტაში ჩავარდით, სასწრაფოდ დაწექით - პირველი სართულის ქვეშ ყველა წესებით-სტანდარტებით აშენებულ შენობაში არის ბუფერული ზონა. ამ ბუფერში არის ერთი ან რამდენიმე საყრდენ-ზამბარა, ქვემოდან კაბინის მისაბჯენად. ამ საყრდენებს შორის ჩაწექით, აიხედეთ ზემოთ. თუ მოძრავი კაბინა ჩანს, დააკვირდით უკან ,ან რომელიმე გვერდზე(მარჯვნივ , მარცხნივ) კიდია ბალასტი,( სიმძიმის საპირწონე) მოარიდეთ სხეული მაგ მხარეს. თავი სასურველია იყოს კაბინის კარების მხარის მიმართულებით. მაგ მხარეს არასდროს ჩამოდის არც ტროსი, არც ბალასტი - სიცარიელე რჩება.

წყარო

როგორც ვიცით, ტრაგედია მათი 5 წლის შვილის თვალწინ მოხდა... - რა დეტალები ხდება ცნობილი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად ცოლ-ქმრის დაღუპვის ფაქტზე