იდეალურია, როცა სკოლა და წრეები ბავშვს სახლთან ახლოს აქვს. თუმცა ასეთი დამთხვევები ყოველთვის არ ხდება და ბავშვებს ზოგჯერ მარტო მგზავრობაც უწევთ, მათ შორის, ტაქსით.
ბევრ მშობელს უჭირს ბავშვის ტაქსით მარტო გაშვება. ღელავენ, ბავშვმა უცხო ადამიანის გვერდით გარკვეული დრო მარტომ უნდა გაატაროს. უნდა მგზავრობდეს თუ არა ბავშვი ტაქსით მარტო, ცალსახად პასუხის გაცემა შეუძლებელია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია რამდენიმე პირობებზე:
- იქნება ეს ერთჯერადი მოგზაურობა თუ მუდმივი;
- გასავლელი მანძილი;
- ბავშვის ფსიქიკისა და ემოციური მდგომარეობის მახასიათებლები.
12-13 წლამდე ბავშვების ტაქსით მარტო გაშვებას არ გირჩევთ, მაგრამ ეს საზღვარიც ძალიან პირობითია.
როგორ გავიგოთ, რომ ბავშვი მზად არის, ტაქსით მარტო იმოძრაოს?
- თვითონ უნდა შეეძლოს ტაქსის გამოძახება;
- ზუსტად იცოდეს მისამართი და ტერიტორია, სადაც აპირებს წასვლას;
- ის თავდაჯერებულად იყენებს ტელეფონს და ზეპირად იცის მშობლების ტელეფონის ნომრები;
- ბავშვმა ტაქსით მგზავრობისას უსაფრთხოების ყველა წესი იცის.
როგორ მოვამზადოთ ბავშვი ტაქსით მარტო მგზავრობისთვის - 4 წესი
ბავშვს უნდა ასწავლოთ, რომ:
- ტაქსი მხოლოდ მობილური აპლიკაციის საშუალებით გამოიძახოს.
- უნდა ჩაჯდეს მანქანაში მხოლოდ უკანა სავარძელზე მძღოლისგან დიაგონალზე.
- როგორც კი ბავშვი ტაქსში ჩაჯდება, მაშინვე უნდა დაურეკოს დედას და უთხრას მანქანის ნომერი, მარკა, ფერი. უთხრას, რამდენ ხანში იქნება ადგილზე და შემდეგ ბავშვმა თქვას ჯადოსნური ფრაზა: ”დამხვდი“.
- უთხარით თქვენს შვილს, არ ჩაერთოს დიალოგში მძღოლთან და არ უპასუხოს მის შეკითხვებს.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოგზაურობისთვის წესები მსგავსია, მაგრამ წინა უნარებს ემატება უცხო ადამიანებისგან დახმარების თხოვნის შესაძლებლობა და იმის ცოდნა, თუ რა უნდა გააკეთო, თუ გაჩერებას გასცდი.