გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს ცოტა ხნის წინ ქორწინებიდან ორი წელი შეუსრულდათ. "ორი წელი გახდა ჩემი და მარიტას თანაცხოვრების... მიყვარხარ უსაზღვროდ", - დაწერა სოციალურ ქსელში გიორგიმ და ცოლთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა.
მათი ვაჟი გალაკტიონი ერთი თვის წინ გახდა ერთი წლის და როგორც აღმოჩნდა, მარიტამ გადაწყვიტა, რომ ლაქტაცია ნელ-ნელა დაესრულებინა. სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ვიდეო და სხვა დედებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება.