ინტერნეტში ყოფილი სპორტსმენის, ალინა კაბაევას საიდუმლო შვილის ფოტო ვრცელდება. ბიჭი საოცრად ჰგავს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
"დიმიტრი ვლადიმიროვიჩ კაბაევი ალინა მარატოვნა კაბაევას ვაჟი, ტრილიონერი
ბიჭი დაახლოებით 10-11 წლისაა" - წერს რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი კონსტანტინ ბოროვოი, რომელიც ახლა შტატებში ცხოვრობს. (ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კონსტანტინ ბოროვოიმ, რუსეთი 2019 წელს დატოვა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა აშშ-ში. რუსეთში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მას მუდმივად უთვალთვალებდნენ. მას შემდეგ ბოროვოი შტატებში ცხოვრობს).
უკვე მრავალი წელია, რაც ჭორის სახით ვრცელდება, რომ რუსეთის პრეზიდენტს რომანის აქვს ყოფილ ტანვარჯიშე ალინა კაბაევასთან. ამაზე მედია უკვე ბევრი წელია წერს. პუტინისა და კაბაევას რომანი ხშირად განიხილებოდა მედიაში უკრაინაში ომის დაწყების შემეგ, რადგან ქალი, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობდა შვილებთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა. განაგრძეთ კითხვა