არიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული სიკეთითა და ქველმოქმედებით გამოირჩევიან და სამყაროს სიყვარულის ძალაში კიდევ ერთხელ არწმუნებენ. დაგეგმილად თუ სპონტანურად სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან და უამრავ ადამიანს ეხმარებიან. დღეს მათ კეთილ ისტორიებზე მოგიყვებით:
დუეინ ჯონსონი
როგორც ჩანს, ჰოლივუდის ვარსკვლავი მხოლოდ ფილმებში არ არის გმირი და ეს თვისება რეალურ ცხოვრებაშიც აქვს. ერთხელ საშობაოდ 2 შვილის მარტოხელა მამას, რომელსაც ცოლი გარდაეცვალა, მნიშვნელოვანი საჩუქარი გაუკეთა. ინიციატივამ ის იმდენად გააბედნიერა, რომ მალე მსახიობ ჯონ კრასინსკისთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაცია შექმნა და ყოველწლიურად მარტოხელა მამებისთვისა და მათი შვილებისთვის საჭირო ნივთებს ყიდულობენ.
კოლინ ფარელი
ერთხელ 46 წლის მსახიობმა უსახლკარო კაცს 2100 დოლარი მისცა და საჭირო ნივთების საყიდლად წაიყვანა. შემდეგ კი სოლიდური თანხა გაიღო, რომ კაცს ბინის ქირა გადაეხადა და ქუჩაში აღარ ეცხოვრა. ერთხელ მასთან ქუჩაში მცხოვრები კიდევ ერთი ადამიანი მივიდა. ის კონკურსში იღებდა მონაწილეობას, რომლის თანახმადაც თუ მსახიობს რადიოში წაიყვანდა, 2 ათას დოლარს მოიგებდა. კოლინიც წაყვა და უსახლკარო ადამიანმა თანხა მოიგო.
ლედი გაგა
36 წლის მსახიობმა ერთხელ თაყვანისმცემლებისთვის, რომლებიც გარეთ ავტოგრაფისთვის ელოდნენ, 80 ცალი ყველის პიცა შეუკვეთა და ყველას გაუმასპინძლდა.
კრის ჰემსვორტი
ერთხელ ჰოლივუდის მსახიობს საფულე რესტორანში დარჩა. ის 17 წლის ბიჭმა იპოვა და მას დაუბრუნა. კრისი ძალიან მადლიერი იყო, რომ ბიჭმა ნაღდ ფულს, რომელიც საფულეში იდო, ხელი არ ახლო. ამიტომაც მთლიანი თანხა მას აჩუქა და ბონუსად კიდევ დაუმატა. განაგრძეთ კითხვა