ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის "ვეძებ" დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე კიდევ ერთ გამაოგნებელ ამბავზე ყვება:
"1996 წელს კამოს მეორე სამშობიაროში დაბადებული და 3 დღეში გარდაცვლილად გამოცხადებული ბავშვი ვიპოვეთ. ბავშვი, რომელიც ჯერ დიღმის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მერე საქართველოდან რუსეთში და რუსეთიდან ამერიკაში გააშვილეს, დღეს ოჯახს დაუკავშირდა..."