ბავშვობაში შეშას ჩეხავდა და ძროხებს წველიდა, თინეიჯერობისას - ოფიციანტად და დამლაგებლად მუშაობდა... - მარგო რობის გზა სუპერვარსკვლავობამდე - მშობლები

ბავშვობაში შეშას ჩეხავდა და ძროხებს წველიდა, თინეიჯერობისას - ოფიციანტად და დამლაგებლად მუშაობდა... - მარგო რობის გზა სუპერვარსკვლავობამდე

2023-02-02 21:57:17+04:00

მარგო რობი დღეს ნამდვილი სუპერვარსკვლავია. ყველაზე გახმაურებული, "თვითმკვლელთა რაზმისა" და "უოლ სტრიტის მგლის" შემდეგ წელს "ბაბილონით" წარდგა მაყურებლის წინაშე და ბრედ პიტს გაუწია პარტნიორობა. სულ მალე კი "ბარბი" გამოვა მისი მონაწილეობით.

32 წლის მსახიობი ავსტრალიაშია დაბადებული. 1990 წლის 2 ივლისს კვინსლენდში დაიბადა მრავალშვილიან ოჯახში. მამა ფერმერი იყო, დედა კი ფიზიოთერაპევტი. ბავშვობა ბებია-პაპის ფერმაში გაატარა, ორ ძმასა და უფროს დასთან ერთად. ძალიან პატარა იყო, როცა მშობლები გაშორდნენ ერთმანეთს. დედა, სარა კესლერი მარტო დარჩა ოთხი ბავშვით, თუმცა უკან არ დაუხევია. როგორც მარგო ამბობს, დედა მისთვის ეტალონი იყო - როგორც ფიზიოთერაპევტი ხანდაზმულებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობდა მთელი დღე, საღამოობით კი შვილების გვერდით იყო. პატარებს არაფერს აკლებდა. ბავშვობაში მარგო სხვადასხვა წრეზე დადიოდა, ნიჩბოსნობითა და სერფინგითაც იყო დაკავებული, თეატრალურ დადგმებშიც მონაწილეობდა. არდადეგებზე ბებია-პაპასთან მიემგზავრებოდა და 10 წლის ასაკიდან ეხმარებოდა მათ ფერმაში, შეშის დაჩეხვა იქნებოდა თუ ძროხების მოწველა, ყველაფერში. თუმცა იმ ასაკიდანვე ყველაზე მეტად ოცნებობდა მსახიობობაზე.

uzn-15810606599-1675363270.jpg

სკოლის დამთავრების შემდეგ სომერსეტის კოლეჯში ჩააბარა. დედას რომ დახმარებოდა, უკვე 16 წლიდან სამ სამსახურში მუშაობდა - ოფიციანტად, დამლაგებლად და გამყიდველად. ცოტა ფული მოაგროვა, რითაც მელბურნში გაემგზავრა და პირველი სამსახიობო კურსები თავადვე დაიფინანსა. იქაც დღისით სწავლობდ,ა მერე ქასთინგებზე და გასაუბრებებზე დადიოდა, საღამოს კი ბუტერბროდებს ყიდდა.

deda-zma-1675363287.jpg
დედასთან და ძმასთან ერთად

სამსახიობო კარიერა 2007 წელს დაიწყო და რამდენიმე ფილმსა და სერიალში გამოჩნდა, ჯერ ავსტრალიაში, მერე - ჰოლივუდში. მერე რამდენიმე გახმაურებული ფილმი იყო ჰოლივუდის სუპერვარსკვლავებთან პარტნიორობით და ცნობილი, ჰარლი ქუინის როლით.

965114robbie-personajesjpg-1675364232.jpg

უკვე 2017 წელს ჟურნალმა "თაიმმა" ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში შეიყვანა. რამდენჯერმე იყო წარდგენილი "ოქროს გლობუსსა" და "ოსკარზე". გახდა "კელვინ კლაინის" სახე და გამოჩნდა "ნისანის" რეკლამაში, გახდა "შანელის" ბრენდის ელჩი და ა.შ.

00000-1675364631.jpg

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, რამდენიმე მცირეხნიანი რომანის შემდეგ, რეჟისორის ასისტენტ ტომ აკერლის შეხვდა და 2016 წელს მათ იქორწინეს. არ უყვარს შეკითხვები იმაზე, თუ როდის ეყოლებათ შვილი. "მართალი რომ ვთქვა, არ ვარ ჯერ მზად დედობისთვის. ჯობს ეს კარგად იყოს გაცნობიერებული და არ ავჩქარდე. ჩემი მაქსიმუმი ამ ეტაპზე შინაური ცხოველია..." - ამბობს მარგო.

f2dbec03830da257ec48c20271a0215a-1675364826.jpg

47e4a52ec243dbca5493b8f6b224aadd-1675364865.jpg

1471280972-hbz-margot-robbie-list-embed3-1675364865.jpg

https-hypebeast-1675364865.com_image_2022_04_margot-robbie-greta-gerwig-barbie-film-first-look-release-date-000.jpg

margot-robbie-wallpaper-preview-1675364865.jpg

1471280972-hbz-margot-robbie-list-embed3-1675364865.jpg