როგორ ცხოვრობს დღეს ქალი, რომელიც 4 წლის ასაკში ხანძრისას დაიწვა და დედამ მიატოვა - ის ხანძრის გაჩენაშიც დედას ადანაშაულებდა - მშობლები

როგორ ცხოვრობს დღეს ქალი, რომელიც 4 წლის ასაკში ხანძრისას დაიწვა და დედამ მიატოვა - ის ხანძრის გაჩენაშიც დედას ადანაშაულებდა

2023-02-07 11:18:07+04:00

ბრიტანელი ენი პრაისი მხოლოდ ოთხი თვის იყო, როდესაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. გოგონა ხანძრის მსხვერპლი გახდა, რომელიც მის სახლში გაჩნდა. საბედნიეროდ, ბებიამ მისი გადარჩენა შეძლო, თუმცა ბავშვმა ძალიან სერიოზული დამწვრობა მიიღო.

3-1675754463.jpeg

დიდი ხნის განმავლობაში პრაისი მომხდარში დედას ადანაშაულებდა და მას დაუდევრობაში სდებდა ბრალს. მისი ბიოლოგიური დედა ირლანდიელი ქალი იყო, რომელსაც შავკანიან მეგობარ ბიჭთან ჰქონდა ურთიერთობა. თუმცა, მასზე რწმენისა და სხვა ფაქტორების გამო დაქორწინებას არ აპირებდა და მისგან არც შვილი უნდოდა. მაგრამ, დაორსულდა და ენი გაჩნდა. წლების შემდეგ პრაისმა გაიგო, რომ ხანძარი მართლაც უბედური შემთხვევა იყო და დედას მისი სიკვდილი არ უნდოდა. თუმცა, ქალმა ბავშვი მაინც მიატოვა.

2-1675754477.jpeg

ხანძრის შედეგად პრაისმა თითების ნაწილი დაკარგა და სახე მთლიანად დაეწვა. ბრიტანელ გოგონას ძალიან გაუმართლა. 6 წლის იყო, როდესაც ერთმა ქალმა იშვილა და ბედნიერი ბავშვობა აჩუქა. პრაისი სიყვარულსა და სითბოში გაიზარდა და მიუხედავად საზოგადოების მხრიდან დაჟინებული მზერისა და უჩვეულო გარეგნობისა, თავს კარგად გრძნობდა.

1-1675754491.jpeg

წლების წინ პრაისმა რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა სახის აღსადგენად. რამდენიმე წლის წინ კი ახალგაზრდა ქალმა ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. იგი BBC-ის გადაცემის წამყვანი გახდა პლასტიკური ქირურგიის თემაზე.

5-1675754523.jpeg

ერთხელ გადამღებ ჯგუფთან ერთად სამხრეთ კორეაში გაემგზავრა, სადაც უამრავი ქალის გამოცდილება მოისმინა და პლასტიკურ ქირურგიაზე სანდო ინფორმაცია შესთავაზა მაყურებელს. თუმცა, ენის ძირითადი საქმიანობა სპორტული აქტივობაა. ქალი აქტიურად ვარჯიშობს, პერსონალური ტრენერია და სხვა ადამიანებსაც ეხმარება, რომ საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნონ და კარგად გამოიყურებოდნენ.

4-1675754504.jpeg

დღეს პრაისი ბედნიერი ცოლი და დედაა. მან ორი შვილი გააჩინა. ძალიან უყვარს სპა-პროცედურები და კოსმეტოლოგებს რეგულარულად სტუმრობს.

6-1675754535.jpeg

7-1675754547.jpeg