რატომ დარჩა უცოლოდ ლეონარდო დიკაპრიო და რატომ ფიქრობენ ფსიქოლოგები, რომ ეს დედამისის ბრალია - მშობლები

რატომ დარჩა უცოლოდ ლეონარდო დიკაპრიო და რატომ ფიქრობენ ფსიქოლოგები, რომ ეს დედამისის ბრალია

2023-02-08 10:51:02+04:00

ლეონარდო დიკაპრიოს ახალგაზრდა მოდელებით გატაცებას ბოლო არ უჩანს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ მსახიობი 23 წლის მოდელს, ვიქტორია ლამასს ხვდებოდა. წყვილი იმდენად ბედნიერი ჩანდა, ეგონათ, მოეღო ბოლო ლეონარდოს მარტოხელობას, თუმცა ესეც ფუჭი იმედი აღმოჩნდა - 48 წლის მსახიობი ახლახან 19 წლის მოდელთან, იდენ პოლანთან ერთად დააფიქსირეს.

eden-1675837925.png

ეს არის მეოთხე ლამაზმანი, რომელთანაც ლეო საზოგადოებაში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გამოჩნდა. აგვისტოში, ტიტანიკის ვარსკვლავი 4-წლიანი რომანის შემდეგ, 25 წლის კამილა მორონეს დაშორდა. შემოდგომაზე მსახიობი აღფრთოვანებული იყო ტოპ-მოდელით 27 წლის ჯიჯი ჰადიდით, შემდეგ იგი არაერთხელ ნახეს ვიქტორია ლამასის გვერდით, ახლა კი იდენ პოლანთანაა, თუმცა ამ უკანსაკნელთან რამდენად ახლო ურთიერთობა აქვს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

ისტორიები, როდესაც წყვილში ერთ-ერთი პარტნიორი ბევრად უფროსია, არ არის სიახლე არც ჰოლივუდისთვის და არც ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის. მაგრამ დიკაპრიოს შემთხვევაში, ერთი რამ თვალში საცემია: ის მხოლოდ 25 წლამდე ლამაზ მოდელებს ხვდება (გამონაკლისი მხოლოდ ჯიჯია).

როგორ ხსნიან ფსიქოლოგები შუახნის ასაკის მამაკაცის ასეთ გატაცებას და რატომ ვერ ინარჩუნებს მსახიობი სერიოზულ ურთიერთობებს?

სპეციალისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ის, როგორც მსახიობი, ცხოვრებაშიც თამაშს აგრძელებს. მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე. ეს არის ხელოვანი ხალხის პროფესიული დეფორმაციის ერთ-ერთი გამოვლინება - ეს არის თამაში ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში. ანუ, მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას გრძნობს მამაკაცი ურთიერთობისას, არამედ როგორ გამოიყურება მისი ურთიერთობა სხვების გადმოსახედიდან. თუ მისი საყვარელი ადამიანი ყველასთვის მიმზიდველი და სასურველია, მაშინ წყვილზე ბევრი ადამიანის ყურადღება იქნება მიპყრობილი. სანამ მსახიობი კარიერის მწვერვალზეა, ის ქმნის მექალთანე გმირის სურათს, რომელსაც გულთამყრობელის იმიჯის გამყარება სურს.

ფსიქოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ასაკზე "ჩაციკვლის" მიზეზი შეიძლება მსახიობის დედაც იყოს. ლეონარდოს შეიძლება "ჩაგონებული" აქვს, რომ 25 წლის შემდეგ ყველა გოგონას სურს შვილის გაჩენა. ასევე იცის, რომ მამად გახდომის შემდეგ ბევრი რამის დათმობა მოუწევს, ამისთვის კი მზად არ არის. ამიტომ მოწიფული ასაკის ქალებს და მითუმეტეს, სერიოზულ ურთიერთობებს, გაურბის.

deo-da-deda-1675837998.jpeg

ქალის გავლენა?

მარტოხელა დედა (დიკაპრიოს მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ის ერთი წლის იყო, ის დედასთან ერთად იზრდებოდა) ხშირად შვილს ცხოვრების ერთადერთ მიზნად აქცევს - პარტნიორის ადგილზე აყენებს, მხარს უჭერს, შთააგონებს, ეხმარება განვითარებაში, მაგრამ ამავდროულად აკრძალულია ვაჟის ცხოვრებაში სხვა ქალების არსებობა, მათ შორის, ცოლის მოყვანაც. დედისთვის ეს თითქმის ღალატს ჰგავს.

გველს დედის სახელი დაარქვა

ცოტა ხნის წინ, პანამის ტყეებში მკვლევარებმა გველების ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ლეონარდო ცნობილია, როგორც ველური ბუნების აქტიური დამცველი, რომელიც გულუხვ შეწირულობას გასცემს მისთვის. ამიტომ მკვლევარებმა პატივი დასდეს და სთხოვეს, გველთა ახალი სახეობისთვის სახელი მას დაერქმია. ლეოს დიდხანს არ უფიქრია და დედამისის, ირმელინის სახელი შესთავაზა. რას ნიშნავდა ეს, მიგვანიშნებს თუ არა ვარსკვლავის რთულ ურთიერთობაზე დედასთან?

სპეციალისტებს ამაზეც განსხვავებული შეხედულება აქვთ: გააჩნია, როგორ აღიქვამს ლეონარდო დედას და როგორ აღიქვამს ის გველის გამოსახულებას. ეს ცხოველი დაჯილდოებულია გამჭოლი გონებით, ადამიანების ჰიპნოზირების, მათი აზრების წაკითხვის და დისტანციურად მოქმედების უნარით. თუ მსახიობი მსგავსი აზრებით ხელმძღვანელობს, მაშინ ბრძენი დედის იმიჯის ამ გზით გაცოცხლება დადებითი ნიშანია. ის ცდილობს დატოვოს დედის კვალი იქ, რაც მისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია - ეს არის ველური ბუნება.

და თუ, მაგალითად, მსახიობი დედასაც და გველსაც აღიქვამს, როგორც პოტენციურ საფრთხეს, რომელიც ხელ-ფეხს უბოჭავს მსხვერპლს და ართმევს მოძრაობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას, მაშინ კონტექსტი განსხვავებულია. ანუ დედას ან ბრძენ ქალად არიქვამს ან სულთამხუთავად და რომელია რეალური ვერსია, ამაზე, სამწუხაროდ, ლეოს მეტს არავის შეუძლია პასუხის გაცემა.

რატომ არ შეუძლია მამაკაცს სერიოზული ურთიერთობა?

არა მხოლოდ ყველაზე წარმატებული და მდიდარი უცოლოები არ ჩქარობენ თავისუფლებასთან განშორებას, ცხოვრება სავსეა ჩვეულებრივი მარტოხელა მამაკაცებით, რომლებიც ყოველთვის ეძებენ ახალგაზრდა და უფრო ლამაზ პარტნიორებს. ამის მიზეზები შეიძლება იყოს განსხვავებული, ყველაზე გავრცელებულია:

  • მომავალი რჩეულის შესაფასებლად მკაფიო, გაზომვადი კრიტერიუმების არარსებობა. არ იციან, ვინ უნდათ და როგორი ურთიერთობა სჭირდებათ;
  • ემოციური ინფანტილიზმი - როგორც კი კაცი სირთულეებს წააწყდება, არ სურს პრობლემებში ჩაღრმავება და გამოსავლის პოვნა, ის გარბის;
  • რწმენა იმისა, რომ ქალი უნდა იყოს აუცილებლად ახალგაზრდა და მიმზიდველი;
  • სიბერის შიში, რომელსაც უამებს ნორჩი ქალის სიახლოვე;
  • რეაქცია სექსუალურ „წამყვანებზე“: შერბილებული სხეული, ახალგაზრდული სუნი და ა.შ.გადაწარბებული სექსუალური რეაქცია - როცა ვერ იკავებს თავს ახალგაზრდა, ლამაზი სხეულის ცდუნებისგან
  • სჯერათ, რომ ახალგაზრდა ქალი მას უყურებს, როგორც უფრო გამოცდილ და წარმატებულ ადამიანს;
  • წინა თაობების ფსიქოლოგიური ტრავმა და უარყოფითი ოჯახური სცენარები;
  • მანიპულირების სურვილი, ჰგონია, რომ ასაკით ბევრად უმცროსს ადვილად ატარებს თავის ჭკუაზე და მასზე უფრო მეტი გავლენა ექნება;
  • პასუხი ოჯახურ ტაბუებზე, როდესაც გამბედავი მშობლები აკრიტიკებენ და არ იღებენ თავიანთი შვილის პარტნიორებს;