არ იფიქროთ, რომ ძვირადღირებული ან რამით გამოჩეული სათამაშოებია. ყველა მათგანი მარტივია, ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, ეხმარება ბავშვს მნიშვნელოვანი თვისებებისა და უნარების განვითარებაში.
თანამედროვე ბავშვებმა აბსოლუტურად არ იციან როგორ გაირთონ თავი. მშობლები იმდენად ცდილობენ, მაქსიმალურად ჩაერთონ ბავშვის ცხოვრებაში, რომ ის კარგავს უნარს, თვითონ მოიფიქროს, რით დაკავდეს და გაერთოს. ნევროლოგების თქმით, ბევრი მშობელი ჩივის, რომ მისმა შვილმა საერთოდ არ იცის თამაში. ჩვენ უნდა ვასწავლოთ თამაში ისევე, როგორც ჩაცმა ან კოვზის დაჭერა.
ძალიან ხშირად, ჩვენ, უფროსები პატარა ასაკიდანვე არ ვაძლევთ ბავშვს შეცდომის დაშვების უფლებას და, შესაბამისად, დამოუკიდებლობას. თამაში კი პირველ რიგში, თავისუფლებაა. ყველაზე დიდ გაწამაწიაშიც პატივი უნდა სცეთ და გაითვალისწინოთ ბავშვის აზრი, მისი გემოვნება სათამაშოებსა და თამაშებზე და მხარი დაუჭიროთ მის ფანტაზიებს.
ჩვენ ყველას გვინდა საუკეთესო ბავშვებისთვის. მაგრამ საბოლოო ჯამში, ბავშვისთვის ძალიან რთულია ბევრ სათამაშოში ორიენტირება და არჩევანის გაკეთება. ასეთი არჩევანი უფრო მეტ შფოთვას იწვევს. სინამდვილეში, მანქანების სათამაშოდ ხუთი ცალი საკმარისია და არ არის საჭირო, ოცი და ოცდახუთი უყიდოთ. თუ ბევრი დაგიგროვდათ, პერიოდულად გადაიმალეთ ხოლმე და ნაწილ-ნაწილ გამოუჩინეთ. რაც მობეზრდება, ისინი მივიწყებული და გადამალული სათამაშოებით ჩაანაცვლეთ.
გაჯეტები არის „მსუბუქი გართობა“, ისინი აჩვევენ ბავშვს პასიურ როლს, თამაში კი მოითხოვს აქტიურობას და შემოქმედებით მიდგომას. გამორთეთ გაჯეტები, ან მინიმუმ, დაარეგულირეთ ისინი.
თამაში არ არის თანდაყოლილი უნარი. ბავშვ ვერ ისწავლის თოჯინებით, მანქანებით, კუბებით თამაშს, თუ მისთვის ეს არასდროს უჩვენებიათ. ასე რომ, თამაშის პირველი ეტაპი ყოველთვის მოზრდილთან ერთად ყალიბდება. ბავშვისთვის დროულად ჩვენება, თამაში, დაინტერესება და ინიციატივის მიცემა აღზრდის ხელოვნებაა.
ბავშვს სჭირდება ისეთი სათამაშოები, რომლებიც ასწავლის მას დასახულ ამოცანასთან გამკლავებას. მაგრამ, ექსპერტების აზრით, ახლა ძნელია არჩევანის გაკეთება ბავშვთა პროდუქციის უზარმაზარი ასორტიმენტის გამო. სათამაშოების უმეტესობა არ არის შესაფერისი ამ მიზნებისათვის, თანამედროვე სათამაშოების მეათედი კი საზიანოა ბავშვის ფსიქიკისთვის.
სათამაშოები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბავშვს, ძალიან უბრალოებია, მაგრამ აქვთ დიდი დანიშნულება - უვითარებს მოტორული უნარებს, აზროვნებას, ექსპერიმენტების ჩატარების სურვილს, ფანტაზიის უნარს.
უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ზომისა და ტექსტურის. ერთის მხრივ, ბურთი სრულიად უსაფრთხოა ბავშვისთვის, მეორეს მხრივ კი უსასრულო შესაძლებლობებს აძლევს თამაშებისთვის, ექსპერიმენტებისთვის, სენსორული გამოცდილების გამდიდრებისთვის და მოძრაობითი აქტივობებისთვის. ბავშვის ტვინისთვის კი ბურთის თამაში უფრო ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი დამხმარე საშუალება, რადგან ის ავითარებს ზოგად და ნატიფ მოტორულ უნარებს, სივრცით კოორდინაციას, ვიზუალურ და ტაქტილურ აღქმას, კომუნიკაციის უნარს. მნიშვნელოვანია, რომ ბურთი ადვილად გასარეცხი და გამძლე იყოს, უვნებელი საღებავით, რადგან ბავშვი მას აუცილებლად გააქანებს პირისკენ.
ეს არის უნიკალური "ღია ტიპის" სათამაშო. უბრალო ნაჭერი შეიძლება გახდეს თოჯინის საბანი, კოსტუმის ელემენტი, ასწყობი მასალაც კი - მშობლების თაობა ცხვირსახოცებისგან თოჯინასაც "აწყობდა" და აკვანსაც. შესანიშნავი მასალა სენსორული განვითარებისთვის.
ყველა ვარიაცია კონსტრუქციისთვის - კუბებიდან დაწყებული კომპლექსურ "ლეგომდე", ღრმა განვითარებაა: შესანიშნავად ავითარებს მოტორიკას, წარმოსახვას, ზოგად ინტელექტს.
ყველა თავშესაფარი, სადაც შეუძლია ბავშვს დაიმალოს, იგრძნოს თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად,, სასარგებლო გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე, ამშვიდებს და ერთგვარ განტვირთვას უკეთებს მის ემოციურ მდგომარეობას.
ფანქრები, საღებავები, პლასტილინი, ფანქრები, მძივები, ამოსაჭრელი და დასაწებებელი აქტივობები - ასეთი გართობა ყველა ბავშვს სჭირდება.
გამოგადგებათ პატარა,, არამტვრევადი ქილები, პატარა ვედროები, თუნდაც იოგურტის დაცარიელებული კონტეინერები - მიეცით ბავშვს საშუალება ჩაასხას წყალი ექსპერიმენტი ჩაატაროს, გადაასხას და გადმოასხას ერტმანეთში. ამით მისი სენსორული მოთხოვნილებები კმაყოფილდება.
საპნის ბუშტების გაშვება მხოლოდ გართობა არაა, ის ძალიან სასარგებლოა მეტყველებისა და სასუნთქი სისტემის განვითარებისთვის.
შესანიშნავი ინსტრუმენტი სივრცითი აზროვნების, მიზანდასახულობის, ყურადღების და კონცენტრაციის განვითარებისთვის.
თოჯინები, დათვები და სხვა „მეგობრები“ – ისინი, ვისაც ბავშვი გააცოცხლებს, ვისთან ერთადაც ითამაშებს როლურ თამაშებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არ უნდა იყოს ძალიან ბევრი.
ისინი ასწავლიან ბავშვს წესებით თამაშს, მისცემს გამოცდილებას ერთობლივი აქტივობების, გამარჯვებისა და დამარცხების გამოცდილებას და რაც მთავარია - ცოცხალ კომუნიკაციას.⠀