"თუ გაზი თვალებში მოგხვდათ ან სპრეიდან გაფრქვეული შეისუნთქეთ..." - აუცილებელი რეკომენდაციები, რაც უნდა იცოდეთ - მშობლები

"თუ გაზი თვალებში მოგხვდათ ან სპრეიდან გაფრქვეული შეისუნთქეთ..." - აუცილებელი რეკომენდაციები, რაც უნდა იცოდეთ

2023-03-08 11:31:35+04:00

საქართველოს მოქალაქეები აქტიურად აპროტესტებენ ე.წ. აგენტების კანონპროექტის მიღებას. საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. იმის გამო, რომ საპროტესტო ტალღა არ ნელდება და კვლავ უამრავი ხალხი აპირებს ქციებში მონაწილეობის მიღებას, ვფიქრობთ, საჭიროა უსაფრთხოების წესების ცოდნა, რათა ადამიანების ჯანმრთელობას ნაკლები ზიანი მიადგეს და აქციის მონაწილეებმა შეძლონ მიზნისთვის ბოლომდე ბრძოლა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება რეკომენდაციები, რომლებსაც გთავაზობთ:

ეს რეკომენდაციები სოციალურ ქსელში სალომე ემილი კვრაცხელიამ გაავრცელა და მათი წყაროებიც მოგვაწოდა, სადაც უფრო დეტალურად შეგიძლიათ უსაფრთხოების წესებს გაეცნოთ. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

გაზი სპეცბალონიდან:

სპეცბალონიდან გაფრქვეული გაზის მთავარი ნივთიერება არის კაპსაიცინი. ცხიმში ხსნადია და ამიტომ, ზეთი და ვაზელინი ეფექტურად წმენდს. თვალში თუ მოგხვდათ ან ბევრი ისუნთქეთ - ვაზელინით უნდა ამოიწმინდოთ (არ მოგესმათ. petroleum jelly). ან მცენარეული ზეთით.

  1. ტანსაცმელი სასწრაფოდ უნდა გაიხადოთ და კანი დაიბანოთ საპნით და წყლით. მარტო წყალი ვერ უშველის.
  2. ცივი რძე დალიეთ - გულისრევა, დიარეა თუ გაქვთ, განსაკუთრებით. მაგრამ ისედაც არ გაწყენთ, თუ კონტაქტი გქონდათ ამ სპრეისთან.
  3. მხოლოდ წყალი ამ კონკრეტულ სპრეის ვერ უშველის.

335074945-265348672481563-3444154450079075955-n-1678263057.jpg

თუ ცრემლსადენი ყუმბარებით ისროლეს:

  • ყუმბარიდან რომ გვესვრიან და მერე იფრქვევა ჰაერში, ეგ სინამდვილეში ფხვნილია და არა აირი, მაგრამ იმდენად წვრილია, რომ აირად აღვიქვამთ. ამას შველის ჩვეულებრივი წყალი. არაფერი სხვა არ სჭირდება.
  • ძირს არ დასხდეთ/დაწვეთ და არ ჩაიცუცქოთ - გაზი ჰაერზე მძიმეა და დაბლა "წვება".
  • სწრაფად დატოვეთ ტერიტორია, რომ შეძლოთ ისევ უკან აბრუნება - ნიღაბი თუ გეკეთათ, მოიძრეთ - რადგან გადაადგილებისას სუნთქვა გაგიხშირდებათ და მეტ გაზს შეისრუტავთ სივრციდან.
  • კონტაქტური ლინზები თუ გიკეთიათ, ხელი დაიბანეთ და ამოიღეთ, გადააგდეთ.
  • სახლში ტანსაცმელი კარგად გარეცხეთ.
  • დაიბანეთ ნელ-თბილი წყლით, სასურველია - ცივით.

გაზი თვალებში ვისაც მოგხვდათ, შეხების გარეშე ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

335077847-1247705396151455-8806535715470423816-n-1678263081.jpg

ბოთლიდან შეისხით წყალი ცხვირიდან საფეთქლის მიმართულებით - რომ გამდინარე წყალმა დაგბანოთ თვალები

თუ წყალი არ გაქვთ და ქარია გარეთ, მიუშვირეთ თვალები ქარს.

ხელებით ნუ მოისრისავთ.

ცხვირ-პირზე აიფარეთ ნაჭერი. თუ დასველდა ნაჭერი, იმაში აღარ ისუნთქოთ.

რეკომენდაციები მომზადებულია ამ წყაროების მიხედვით:

https://bit.ly/41VrsDq

https://bit.ly/3kSW5Zt

https://bit.ly/3Zs0OAc

https://bit.ly/3IR8mW0

ასევე გაავრცელა რეკომენდაციები "პირველადი დახმარების ცენტრმა" და ექიმმა-რეანიმატოლოგმა არჩილ მარშანიამ:

მიუხედავად იმისა, რომ წიწაკის სპრეის და/ან ცრემლსადენი გაზის საწინაღმდეგო სწრაფმოქმედი ანტიდოტი არ არსებობს და სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა, რაც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, წვის შეგრძნებით, მხედველობის დროებითი გაუარესებით, ხველით და ა.შ., ის აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში არ არის სასიკვდილო და პირველ რიგში, ეცადეთ, არ აჰყვეთ პანიკას.

  • გეკეთოთ ნიღაბი და დამცავი სათვალე.
  • უმჯობესია, მოიხსნათ ლინზები.

სპრეით/გაზით დაზიანების შემთხვევაში:

  • დატოვეთ ადგილი და გადაინაცვლეთ უსაფრთხო ადგილას;
  • თან იქონიეთ წყალი ან ფიზიოლოგიური ხსნარი (ალტერნატივად შესაძლოა გამოყენებულ იქნას რძეც) და ჩამოიბანეთ არე ხანგრძლივად (არ დაისხათ შუბლზე, ამან შესაძლოა ნივთიერება ''ჩარეცხოს'' თვალებში);
  • არ ეცადოთ თვალის ძალით გახელას;
  • თუ ლინზა გიკეთიათ, დაზიანების დროს, მოიხსენით ის სუფთა ხელებით;
  • მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი, მიიღეთ შხაპი, ჩამოიბანეთ შამპუნით ან საპნით ან გელით, გრილი/ნელთბილი წყლით 10 - 15 წთ-ს განმავლობაში, უწყვეტი ჭავლით;
  • არ დაიზილოთ დაზიანებული არე;
  • სიმპტომების გაძლიერებისას, განსაკუთრებით თანმხლები ქრონიკული დაავადებების (მაგალითად ასთმა) შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

ჭყლეტა ძალიან დიდი რისკის შემცველია და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად იქცეს - როგორ უნდა მოიქცეთ ხალხმრავლობაში, რომ თვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას

უმძიმესი კადრები აქციიდან, სადაც წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს - ექიმებო, აქციაზე ვინც ხართ... დახმარება გვჭირდება (ფოტო, ვიდეო)