"ადამიანს, რომელსაც შეცდომები არ დაუშვია, არც არასოდეს უცდია რაიმე ახლის გაკეთება" - ალბერტ აინშტაინის 10 ცხოვრებისეული სიბრძნე - მშობლები

"ადამიანს, რომელსაც შეცდომები არ დაუშვია, არც არასოდეს უცდია რაიმე ახლის გაკეთება" - ალბერტ აინშტაინის 10 ცხოვრებისეული სიბრძნე

2023-03-15 11:54:52+04:00

ალბერტ აინშტაინი არა მხოლოდ გამორჩეული ფიზიკოსი იყო, არამედ შესანიშნავად ერკვეოდა ფსიქოლოგიაში და ესმოდა იმ კანონების, რომლებითაც სამყარო ცხოვრობს. აინშტაინს სჯეროდა, რომ ფიზიკური ფორმულები არა მხოლოდ ბუნებრივი მოვლენების აღწერისას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება გამოვიყენოთ. მეცნიერის ეს მიგნებები შესაძლოა, თქვენთვის მოტივაცია აღმოჩნდეს და წინსვლისკენ გიბიძგოთ:

1. "ყოველ პრობლემასა და გაუგებარ სიტუაციაში არის შესაძლებლობა"

აინშტაინი ამბობდა, რომ თუ რაღაც, ერთი შეხედვით, უსიამოვნო გემართებათ, ყოველთვის შეგიძლიათ, ეს თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. უბრალოდ, პრობლემა საინტერესო ამოცანად გადააქციეთ და მოაგვარეთ!

2. "ფანტაზია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლოგიკა!"

აინშტაინმა თქვა, რომ ადამიანის გონება ხშირად მკაცრი საზღვრებითაა შეზღუდული და ზოგჯერ უბრალოდ ვერ წარმოვიდგენთ, რამდენად დიდია ჩვენი შესაძლებლობები. ამიტომ, მისი თქმით, ყველა ადამიანს ყველაზე წარმოუდგენელ რაღაცაზე ოცნება სჭირდება, რომ გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწიოს.

"ლოგიკას შეუძლია, A წერტილიდან B წერტილამდე მიგვიყვანოს, ფანტაზიას კი შეუძლია, ყველგან წაგვიყვანოს." - ამბობდა აინშტაინი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ საკუთარ ოცნებებს მიზნებად გადააქცევთ, ისინი რეალობად იქცევა.

2-1678867137.jpg

3. "შეუძლებელი" - ეს მხოლოდ სიტყვაა

აინშტაინს არა მარტო სჯეროდა, არამედ საკუთარი მაგალითითაც დაამტკიცა, რომ თითქმის ყველაფერი ადამიანს ექვემდებარება და მის ხელშია. თუ ტვინი გეუბნებათ, რომ "რაღაც შეუძლებელია!", უბრალოდ გამორთეთ გონება და საქმის კეთება განაგრძეთ.

4. "თუ მიზნის მიღწევა გინდა, შეცვალე მიდგომა"

თუ უკეთესი შედეგი გსურთ, ნუ ცდილობთ, უკვე ნაცადი გზები გამოიყენოთ. შეცვალეთ ტაქტიკა, დაიწყეთ სხვა გზით კეთება და შემდეგ შედეგი განსხვავებული იქნება. მეცნიერი ამბობდა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, განვითარების ახალ დონეს თქვენი ჩვეული ქმედებების შეცვლის გარეშე მიაღწიოთ.

5. "არასოდეს დაიმახსოვროთ ის, რაც შეგიძლიათ წიგნში იპოვოთ"

ეს ძალიან მნიშვნელოვანი წესია, რომელიც შეიძლება ყველა ბიზნესმენს, მეწარმეს გამოადგეს. აინშტაინს სჯეროდა, რომ ადამიანებმა თავი ზედმეტი ინფორმაციისაგან არ უნდა დაიტვირთონ და კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირდნენ. იმისათვის, რომ ადამიანი წარმატებული იყოს, თავისი საქმისთვის აუცილებელი წესები უნდა იცოდეს, სხვა დანარჩენი ინტერნეტსა და პროფესიულ ლიტერატურაშიც უამრავია.

6. "წარმოსახვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა, ის იმის გამოხატულებაა, თუ რას ვიზიდავთ ცხოვრებაში"

აინშტაინი ამბობდა, რომ ადამიანები ზუსტად იმას იღებენ, რასაც გონებასა და თავში მუდმივად ატრიალებენ და ფიქრობენ. როგორც კი დაიწყებთ ფიქრს, რომ საკმარისი ფული არ გაქვს, ცუდად ცხოვრობ, უბედური ხარ, ზუსტად ასე მოხდება. თუ თქვენს ფიქრებს პოზიტიური მესიჯებით აავსებთ, ისინი აბსოლუტურად ჯადოსნურ საქმეებად გარდაიქმნებიან.

7. "ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. წინ რომ წახვიდე, პედლები უნდა ატრიალო"

თუ ცხოვრებაში რაღაცის მიღწევა გსურთ, ერთ ადგილზე დგომითა და სასწაულის მოლოდინით წინ ვერ წახვალთ. გადადგით ნაბიჯები საკუთარი მიზნებისკენ და წარმატებაც მოვა.

8. "თუ გსურს ბედნიერად იცხოვრო, მიეჯაჭვე საკუთარ მიზნებს და არა ადამიანებსა და კონკრეტულ საგნებს"

ზოგჯერ მდიდარი და წარმატებული ადამიანები ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზე უარს ამბობენ და არ სურთ, ეს პასუხისმგებლობა აიღონ. მათ არ უნდათ, რაიმეს მიეჯაჭვნონ და სურთ, მხოლოდ საკუთარ მიზნებზე გაამახვილონ ყურადღება.

3-1678867148.jpg

9. "ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების"

"ადამიანს, რომელსაც შეცდომები არ დაუშვია, არც არასოდეს უცდია რაიმე ახლის გაკეთება." - თქვა ალბერტ აინშტაინმა. მეცნიერმა ყოველი წარუმატებლობა სასარგებლო გამოცდილებად აქცია და არასოდეს დანებებულა. თუ რაღაც არ გამოდის, კიდევ ცდა აუცილებლად ღირს.

10. "გასცდი საზღვრებს"

აინშტაინი ყოველთვის ამბობდა, რომ ადამიანების უმეტესობა შეზღუდულად ფიქრობს, რის გამოც ისინი ცხოვრებაში რაღაც განსხვავებულის შექმნას ვერ ახერხებენ. ამიტომ, მისი მთავარი მოწოდებაა, რომ არსებულ საზღვრებს, დაწესებულ ჩარჩოებს გასცდეთ, თუ გსურთ, რომ დიდ წარმატებას მიაღწიოთ. "მხოლოდ მათ, ვინც, ერთი შეხედვით, აბსურდულ იდეებს შეეჭიდება, შეუძლიათ, შეუძლებელს მიაღწიონ."- ამბობდა აინშტაინი.