"გადარჩენის შანსი არ აქვთ" - ექიმები ტყუპის სიცოცხლისთვის ბრძოლას არ აპირებდნენ და მშობლებსაც სთავაზობდნენ, უარი ეთქვათ სამედიცინო დახმარებაზე - მშობლები

"გადარჩენის შანსი არ აქვთ" - ექიმები ტყუპის სიცოცხლისთვის ბრძოლას არ აპირებდნენ და მშობლებსაც სთავაზობდნენ, უარი ეთქვათ სამედიცინო დახმარებაზე

2023-03-16 12:54:56+04:00

ორსულობის 22-ე კვირას დაბადებული ტყუპი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

კანადელი და-ძმა გინესის რეკორდსმენად დაასახელეს, როგორც მსოფლიოში ყველაზე ადრეულ ვადაზე დაბადებული და გადარჩენილი ტყუპი. ჩვილები დღეს თავის პირველ დაბადების დღეს აღნიშნავენ და სრულია ჯანმრთელები ბედნიერები არიან.

სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში 22 კვირის ვადაზე დაწყებული მშობიარობა მთავრდება - ახალშობილებს გადარჩენის მინიმალური შანსი აქვთ, თუმცა ამ კანადელ ბავშვებს გაუმართლათ.

ადია და ადრიალ ნადარაჯა ვადაზე 126 დღით ადრე დაიბადნენ, რითაც 2018 წლის რეკორდი გააუმჯობესეს. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ტყუპს, რომლებმაც ვადას 125 დღით ადრე დაასწრეს ამ ქვეყნად მოვლინება. ექიმები აფრთხილებდნენ მშობლებს, რომ თუ ბავშვები 22-ე კვირაზე ერთი საათით ადრე მაინც თუ დაიბადებოდნენ, საავადმყოფო მათ სიცოცხლის გადასარჩენად არანაირ ზომებს არ მიიღებდა. სრულფასოვანი ორსულობა ჩვეულებრივ 40 კვირას გრძელდება, ამიტომ ბავშვები 18 კვირით ადრე იბადებიან.

ტყუპების დედა, შაკინა რაჯენდრამა იხსენებს, რომ როდესაც მშობიარობა დაიწყო, მხოლოდ 21 კვირისა და ხუთი დღის იყო. ექიმებმა უთხრეს, რომ ჩვილები "არ იყვნენ სიცოცხლისუნარიანნი" და „ გადარჩენის შანსი ნული იყო". ეს შაკინასთვის მეორე ორსულობა გახლდათ - პირველი შვილი იმავე საავადმყოფოში, ონტარიოში დაკარგა.

ბავშვების მამის, კევინ ნადარაჯადას თქმით, საავადმყოფოში გააფრთხილეს, რომ ასეთ ადრეულ მშობიარეს ვერაფრით დაეხმარებოდნენ. საავადმყოფოების უმეტესობა არ ცდილობს 24-26 კვირამდე დაბადებული ბავშვების გადარჩენას. მაგრამ საბედნიეროდ, წყვილმა შეძლო სხვა სამშობიაროში გადასულიყო, კერძოდ, ტორონტოში, Mount Sinai საავადმყოფოში, სადაც ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება მუშაობს.

tyupi1-1678957360.jpeg

ამ კლინიკაში შესვლისას შაკინა 21 კვირის და 6 დღის ორსული იყო. ამჯერად ექიმებმა ასეთი პირობა წაუყენეს: თუ ბავშვები 22 კვირამდე რამდენიმე წუთითაც ადრე დაიბადებოდნენ, მათ გადასარჩენად კლინიკა ზომებს არ მიიღებდა.

მიუხედავად ძლიერი სისხლდენისა, შაკინა რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდა „ბავშვების შესანარჩუნებლად“. საბოლოოდ, წყლები შუაღამის შემდეგ დაღვარა, როცა 22-ე კვირამდე ორ საათზე ნაკლები რჩებოდა.

საბოლოოდ ადია და ადრიალი 2022 წლის 4 მარტს, ზუსტად 22-ე კვირაზე დაიბადნენ. ადია 330 გ-ს იწონიდა და ძმაზე 23 წუთით ადრე დაიბადა . ადრიალი კი 420 გ-ს იწონიდა. ტყუპის საერთო წონა 750 გრამი იყო და ისინი ყველაზე პატარა ახალშობილი ტყუპები არიან მსოფლიოში, რომელთა გადარჩენაც შეძლეს.

და-ძმა ერთი საათით ადრე რომ დაბადებულიყო, ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად არაფერს გააკეთებდნენ.

შაკინას და კევინს რამდენჯერმე სთხოვეს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ტყუპისთვის სამედიცინო დახმარების შეწყვეტაზე ეფიქრათ, რადგან გადარჩენის შემთხვევაშიც კი მათ სერიოზული დაავადებების განვითარების მარალი რისკი ჰქონდათ. მაგრამ მშობლებმა უკან არ დაიხიეს და ბოლომდე იბრძოლეს შვილების სიცოცხლისთვის. ყოველდღე 12 საათს ტყუპის გვერდით ატარებდნენ, მათი ხელები ეჭირათ და უმღეროდნენ.

tyup-1678957419.jpeg

ინტენსიური თერაპიის 161 დღის შემდეგ ადია გამოწერეს, ხოლო ადრიალი ერთი კვირის შემდეგ მიიყვანეს სახლში. ”საბოლოოდ, ჩვენ მოვახერხეთ მათი სახლში მოყვანა - სასუნთქი მილებისა და კვების მილების გარეშე.”

ახლა ჩვილები ერთი წლის არიან და თავს კარგად გრძნობენ. ექიმები მათ კვლავ ყურადღებით აკვირდებიან და ამბობენ, რომ ტყუპი კარგად ვითარდება.

შაკინას თქმით, გაწერის შემდეგ, ადიამ სწრაფად მიაღწია მისი ასაკის ჩვილების შესაბამის ყველა მაჩვენებელს. ადია ახლა დაახლოებით 6 კგ-ს იწონის, რაც 18-ჯერ აღემატება მის დაბადების წონას. "ის ძალიან ბედნიერი და კომუნიკაბელური ბავშვია და მთელი დღე იღიმის", - ამბობს შაკინა.

yuipi-1678957464.jpeg

რაც შეეხება ადრიალს, ის ორჯერ დაბრუნდა საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა ინფექციებს და სუნთქვის პრობლემებს. საბოლოოდ ადრიალმა აჯობა კიდეც დაიკოს და გადააჭარბა პარამეტრებში.

ამ ტყუპის დაბადებამდე ამერიკელი კურტის მეინსი, რომელიც დაიბადა 21-ე კვირაზე დაიბადა, ყველაზე ნაადრევ ახალშობილად ითვლებოდა. ბავშვი 400 გრამზე ნაკლებს იწონიდა და აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე ნაადრევ ახალშობილად, რომელიც გადარჩა.

დაიბადა ჩვილი, ლაზარე, რომელიც 650 გრამს იწონიდა - ლევან რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა
რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი შვილი ნაადრევად დაიბადა