10 თამაში ჩვილებისთვის, რომლებიც განვითარებაში ეხმარება - გამოგადგებათ ნივთები, რომლებიც ყველა სახლში მოიძებნება - მშობლები

10 თამაში ჩვილებისთვის, რომლებიც განვითარებაში ეხმარება - გამოგადგებათ ნივთები, რომლებიც ყველა სახლში მოიძებნება

2023-03-16 22:35:56+04:00

შესაძლებელია და აუცილებელიცაა, რომ ბავშვის განვითარება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან დაიწყოთ. ამისთვის გამოგადგებათ უმარტივესი თამაშები და ნივთები, რომლებიც ყველა სახლში მოიძებნება.

გააკეთე ჩემსავით

დედის სახე ბავშვისთვის ყველაზე საინტერესო რამ არის დაკვირვებისთვის, განსაკუთრებით ორი თვიდან. აიყვანეთ პატარა ხელში, მიეცით საშუალება შეისწავლოს თქვენი სახის მიმიკები. ცნობილია, რომ ბავშვები ცდილობენ სახის ის გამომეტყველება მიიღონ, რომელსაც მშობლების სახეზე ხედავენ. დააკვირდით: თუ ტუჩებს მოკუმავთ და წინ გამოიშვერთ, ბავშვი იგივეს გამეორებას ეცდება. გაუღიმეთ პატარას, თვალები დახუჭეთ და გაახილეთ, წარბები შეჭმუხნეთ, ენა გამოუყავით და დააკვირდით, როგორ იმეორებს ამ ყველაფერს.

რჩევა: დაიდეთ პატარა ბავშვის საცვენებელი თითი ცხვირზე, ნიკაპზე ან თვალებზე და მკაფიოდ წარმოთქვით სახის ამა თუ იმ ნაწილის სახელი. ხელით შეეხეთ ბავშვის ლოყებს, შემდეგ კი ლოყებს.

ქაღალდის მეგობარი

დედა ყოველთვის ბავშვის საწოლთან ახლოს ვერ იქნება. ბავშვს, თუ არ სძინავს, აუცილებლად სჭირდება რაღაც, რომ ათვალიეროს და თავი “გაირთოს“. სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი კარგად განასხვავებს შავ და თეთრ ფერებს, ღია და ბაც ტონებს ჯერ ვერ აღიქვამს. ამიტომ ჩვილს მოეწონება მარტივი გეომეტრიული ფორმები შავ-თეთრი ნახატებით - ისინი შეგიძლიათ ბავშვის საწოლის თავზე, მკერდის სიმაღლეზე ჩამოუკიდოთ.

რჩევა: კედელზე მიამაგრეთ მხიარული მზე - ქაღალდისგან დამზადებული მრგვალი სახე, დაუხატეთ დიდი თვალები, ცხვირი და ღიმილი. ეს სურათი ბავშვის ყურადღებას მიიპყრობს.

სიცოცხლის ხმები

ბავშვის სმენის სისტემა დაბადებიდანვე ფუნქციონირებს, მაგრამ ბგერების აღქმის უნარი მომდევნო თვეებშიც ვითარდება. მუდმივად ესაუბრეთ პატარას: კვებისა და ბანაობის, ჩაცმისა და თამაშის დროს. დაე, მოუსმინოს სხვადასხვა ხმებს - ზარს, ჩკაკუნას, მუსიკას

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ ბავშვის გარშემო არსებულ ყველა ხმაურს: სარეცხი მანქანის, თმის საშრობის, ონკანის, მტვერსასრუტის, კარზე ზარის. მიიყვანეთ ბავშვი ყველა ამ ხმის წყაროსთან და მიეცით საშუალება ისმინოს ეს ხმები.

უი, ეს რა არის?

სამი თვის ასაკიდან ბავშვს შეუძლია თვალი გააყოლოს საგნებს. ბავშვის თვალწინ ნელ-ნელა გადააწყვ-გადმოაწყვეთ სათამაშოები სხვადასხვა მიმართულებით, აჩვენეთ მოძრავი საგნები. ამ მიზნით გამოიყენეთ საწოლის თავზე დასაკიდი სათამაშოების კარუსელი, უკეთესი იქნება, თუ მასზე პერიოდულად შეცვლით სათამაშოებს.

satamasho-1678993592.jpg

რჩევა: ბავშვს ხელზე ქსოვილის ხელთათმანი ან წინდა წამოაცვით. ბავშვი შეხედავს მას, შეეცდება მოიძროს ან დააგემოვნოს. თუ წინდის გახდა მოახერხა, ხელახლა წამოაცვით ხელზე ან ფეხზე და თამაში განაგრძეთ.

"სარკევ, სარკევ, მითხარი..."

მიიყვანეთ ბავშვი სარკესთან, ერთად შეხედეთ მას, ჰკითხეთ, სად არის დედა? თვითონ სად არის? მიესალმეთ ბავშვის ანარეკლს, მხიარულად მიიყვანეთ იგი სარკესთან: "გამარჯობა, გამარჯობა!" ასეთი ქმედებები, როგორც წესი, გააცინებს ბავშვს. განაგრძეთ მანამ, სანამ არ მოიწყენს. აჩვენეთ თქვენს პატარას თვალები და პირი. გადააგდეთ რაიმე ნაცნობი საგანი, მაგალითად, ბურთი და ხმამაღლა თქვით: "სად წავიდა ჩვენი ბურთი ( დათუნია, ფისო)?" მიეცით ბავშვს საშუალება, იპოვოს ობიექტი ჯერ სარკეში, შემდეგ კი თქვენს ხელში.

რჩევა: შეუძინეთ ბავშვს ანარეკლის მქონე უსაფრთხო ნივთები და მიეცით საშუალება, გამოიკვლიოს ეს სარკის ეფექტები.

ყველაფერი პირისკენ

სთხოვეთ ბავშვს შეეხოს რბილ, გლუვ, ფუმფულა ან მყარ ზედაპირებს. მუცელზე, ხელებსა და ფეხებზე შეახეთ სხვადასხვა ქსოვილის ნაჭრები (აბრეშუმი, ხავერდი, ბამბა, ხელოვნური ბეწვი). ყურადღება მიაქციეთ, რომელი შეხება მოსწონს ყველაზე მეტად. 9-10 თვეში შეგიძლიათ ნება მისცეთ ქუჩაში არსებულ საგნებსაც შეეხოს: ქვებს, ფოთლებს, ქვიშას. საწოლში ან მანეჟში ჩაუწყვეთ სუფთა, უსაფრთხო სათამაშოები, რომელთა პირში ჩადებაც შეუძლია. ეს აუცილებელია: ამ ასაკში ბავშვი ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებს მის გარშემო არსებულ სამყაროზე სწორედ საგნების პირში ჩადებით და „გემოს გასინჯვით“.

რჩევა: იყიდეთ ან შეკერეთ სათამაშოები, რომლებში სხვადასხვა შიგთავსი იქნება (შეგიძლიათ ამოავსოთ შიგთავსი ბურთულებით, ლობიოთი, ბამბით, ღილებით. დაე, ბავშვმა იგრძნოს ისინი.

შესუნთქვა-ამოსუნთქვა

ასწავლეთ ბავშვს საწრუპ მილში ან სასტვენში ჩაბერვა. აჩვენეთ, როგორ უნდა შეისუნთქოთ ჰაერი და გამოუშვათ, როგორ დაიჭიროთ მილი სწორად. თუ ბავშვი ახერხებს მშვიდი, სუსტი ხმის გამოცემას, ეს უკვე პირველი მიღწევაა.

რჩევა: აიღეთ მილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდის ხელსახოცის მუყაო) და ესაუბრეთ თქვენს შვილს მისი საშუალებით, შეეცადეთ მიაღწიოთ მცირე ექოს და ხმის შეცვლას.

გადავაგდოთ-ამოვათრიოთ

პატარა ბავშვები ჩვეულებრივ სათამაშოებს იატაკზე აგდებენ - ეს მათი საყვარელი გასართობია. ნუ გაბრაზდებით - ასე სწავლობენ გარემომცველ სამყაროს. შეგიძლიათ საგნები ძაფით მიამაგროთ საწოლის ან მაღალი სკამის კიდეს და აჩვენოთ, თუ როგორ უნდა ამოათრიოს თავისკენ გადაგდებული სათამაშოები. იქნებ, თავად შეძლოს სათამაშოების ამოზიდვა.

ხატვა

დაახლოებით ერთი წლისთვის შეგიძლიათ ხატვაც სცადოთ. აიღეთ დიდი ფურცელი და ბავშვს მკვეთრი ფერის მარკერი მიეცით. გადაუსვით მარკერინი ხელი ფურცელს - კვალი, რომელსაც მარკერი დატოვებს, აუცილებლად მიიპყრობს პატარას ყურადღებას. განაგრძეთ ხატვა: კიდევ ერთი ზოლი, კიდევ ერთი, შემდეგ წრეც. ცხოვრების პირველი წელს შესრულებული „ნაჯღაბნები“ პირველი ნაბიჯია სკოლაში ლამაზი წერისკენ.

მოვძებნოთ საათი

აჩვენეთ 6 თვის ბავშვს საათი, ნება მიეცით მოისმინოს, როგორ წიკწიკებს. ეს ხმა ამშვიდებს ბავშვებს. შემდეგ გადამალეთ საათი საფარქვეშ და სთხოვეთ, იპოვოთ ის: „სად არის "საათი?" ბავშვი მას ხმით იპოვის.

აქვე გაითვალისწინეთ, არ დაივიწყოთ დასვენება. სერიოზული „გაკვეთილების“ შემდეგ, გაერთეთ და გაამხიარულეთ.

აინთოო, ვაშა!

ნება მიეცით ბავშვს, დააჭიროს ჩამრთველს და აანთოს შუქი. ბავშვები სინათლეს აღმერთებენ. ამის შემდეგ ენთუზიაზმით დაიწყებს მშვენიერი ღილაკის შესწავლას.

ჭიდაობა თავებით

ესაა ცხვრების თამაში, რომლებიც ერთმანეთს თავებით ეჯახებიან. წარმოთქვით, „ბუც-ბუც ბეე“ და თავი მისი თავისკენ წაიღეთ. შუბლით მის შუბლს შეეხეთ და მხიარულად თქვით: „ბუც“. ბავშვი მალე აითვისებს ამ თამაშს და თავის ქნევით შეეცდება თქვენთან „შეჯახებას“.

ცხვირი ცხვირზე

შეახეთ ცხვირის წვერი ბავშვს ცხვირის წვერს და მოუცაცუნეთ - ასეთი მოფერება გაახარებს და გაახალისებს მას. მსუბუქად შეეხეთ ბავშვის ცხვირს თითით და თქვით "პიიპ!" აიღეთ ბავშვს ხელი, შეეხეთ ცხვირის წვერს და კვლავ თქვით: "პიპ!" ის გამეორებას შეეცდება.

10 თამაში წლამდე ასაკის ბავშვის გასავითარებლად
10 სახეობის თამაში, რათა ბავშვი ჭკვიანი გაიზარდოს
6 ყველაზე სასარგებლო თამაში 4-დან 10 წლამდე ბავშვისთვის