7 წლის მოსწავლემ ერთი წლის დაიკო სკოლაში წაიყვანა და გაკვეთილებს კალთაში მჯდომი ბავშვით დაესწრო - მიზეზმა მსოფლიო შეძრა - მშობლები

7 წლის მოსწავლემ ერთი წლის დაიკო სკოლაში წაიყვანა და გაკვეთილებს კალთაში მჯდომი ბავშვით დაესწრო - მიზეზმა მსოფლიო შეძრა

2023-03-19 10:30:33+04:00

7 წლის ბიჭი იძულებული გახდა, ერთი წლის დაიკო სკოლაში წაეყვანა, რადგან ბავშვის დამტოვებელი სახლში არავინ იყო.

საუბარია ფილიპინელ ბიჭზე, რომლის ამბავმა და ფოტოებმა მსოფლიო შეძრა. მისი ისტორა ცხადყოფს, თუ რამხელა ძალისხმევა სჭირდებათ ბავშვებს, რომ ფიზიკურად გადარჩნენ, სკოლაში იარონ და ხვალინდელი დღისთვის იბრძოლონ.

ფილიპინელმა ბიჭუნამ, ჯასტინმა გადაწყვიტა სკოლაში თავის უმცროს დასთან ერთად წასულიყო, რადგან სახლში არავინ იყო, რომ გოგონასთვის მოევლო. ფოტო ბიჭის მასწავლებელმა გადაიღო და Facebook-ზე გაავრცელა. აქედან კი ამბავი მთელს მსოფლიოს მოედო.

filipin-1679207623.jpg

"არ მინდოდა, მასწავლებელო, მაგრამ მოვიყვანე ჩემი და, რადგან ბებიაჩემმა ფერმაში უნდა იმუშაოს და ვერავინ დარჩება სახლში მის მოსავლელად", - უთხრა ჯასტინმა თავის მასწავლებელს, მამლეის.

სურათი ვირუსულად გავრცელდა და ჯასტინმა უამრავი თბილი სიტყვა და ქება მიიღო. ხალხი აღფრთოვანებული დარჩა, რომ ბევრი გაჭირვების მიუხედავად, ბიჭი ახერხებს რომ ისწავლოს, მაგრამ ასევე თავის პატარა დაზე იზრუნოს. რა თქმა უნდა, საზოგადოება აღშფოთებულია, რომ ასეთი პატარა ბავშვები ასეთ მძიმე პირობებს ეგუებიან, ჯასტინი კი გამბედაობისა და შეუპოვრობის მაგალითად დაასახელეს.

რამდენიმე თვის წინ ჩინელი ბიჭის, ვანგ ფუმანის ფოტომ ჩააგდო შოკში მსოფლიო, რომელიც სკოლაში ყინულის ლოლოებით მივიდა.

gayinuli-1679207805.jpg