ქართველი დიზაინერის ავთანდილ ცქვიტინიძისა და მისი დიპლომატი მეუღლის - ხათუნა თოთლაძის ქალიშვილი ანატასია 18 წლის გახდა. დაბადების დღე მან მეგობრების წრეში აღნიშნა.
წვეულების ამსახველი ვიდეოები დიზაინერმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
ვიდეოზე ჩანს, რომ გოგონას დაბადების დღეზე იმღერეს ცნობილმა მომღერლებმა - სტეფანემ, ლელა წურწუმიამ, ანდრია გველესიანმა... წვეულების ბოლოს ანასტასიამ ორიგინალური ტორტი ჩააქრო, შემდეგ კი მისმა მშობლებმა შეასრულეს ცეკვა.