წითელი ლაქები კვერცხის გულში - რა არის ეს და საშიშია თუ არა ჯანმრთელობისათვის - მშობლები

წითელი ლაქები კვერცხის გულში - რა არის ეს და საშიშია თუ არა ჯანმრთელობისათვის

2023-04-07 13:36:22+04:00

შესაძლოა, კვერცხის გულში წითელი, სხვადასხვა ზომის ლაქა ხშირად გინახავთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავს წითელ ლაქებზე ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და სინამდვილეში, ბევრმა ადამიანმა არ იცის, რა არის ეს.

ყველაზე გავრცელებული ვერსიით, კვერცხის გულში წითელი ლაქა ქათმის ემბრიონად აღიქმება. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ასეთი წითელი ლაქები შესაძლოა ფერმებშიც აღმოჩნდეს, სადაც კვერცხი ხელოვნურ გარემოში გამოჰყავთ და ბუნებრივი გზით განაყოფიერება არ ხდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ კვერცხში წითელი ლაქები მცირე ზომის ქსოვილია, რომელიც შესაძლოა, კვერცხის გულში სისხლძარღვებიდან მოხვდეს, შემდეგ გასკდეს და გულში ჩაიღვაროს. ასეთი ლაქები ადამიანებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, შეგიძლიათ, კოვზით ფრთხილად ამოიღოთ და კვერცხის გამოყენება განაგრძოთ.

2-1680860328.jpeg

როდესაც კვერცხი იქმნება, თავდაპირველად რბილი, ყვითელი პარკია, რომელიც სისხლძარღვებს შეიცავს. მას შემდეგ, რაც გული მომწიფდება, არასაჭირო პარკიდან თავისუფლდება, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა, სისხლის ნაწილი სწორედ გულში მოხვდეს. უფრო მეტიც, რაც უფრო ,,დიდი ასაკისაა“ ქათამი, მსგავსი რამ შესაძლოა, უფრო ხშირად მოხდეს. სპეციალისტების თქმით, ხშირად ასეთი ნაწილაკები მუქი ნაჭუჭის მქონე კვერცხში უფრო მეტადაა. თუმცა, ყვითრში არსებული წითელი ლაქა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და მოხარშვის შემთხვევაშიც ზიანს არ მოგიტანთ.

აქვე, კვერცხის გამოყენებისას ეს მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ:

  • ყველა კვერცხი მავნე მიკროორგანიზმების და ბაქტერიების გამრავლების თავიდან ასაცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს. ქათმის კვერცხი სიჯანსაღეს 25 დღემდე ინარჩუნებს, ხოლო თუ მას გავრეცხავთ, მაქსიმუმ 12 დღის განმავლობაში უნდა გამოვიყენოთ.
  • გამოყენებამდე კვერცხი უნდა მოათავსოთ ცივ წყალში. თუ კვერცხი ცურვას დაიწყებს, მაშინ ის გაფუჭებულია და ვეღარ გამოიყენებთ.
  • თუ კვერცხის გატეხვის შემდეგ უსიამოვნო სუნს იგრძნობთ, მისი მირთმევა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ამიტომ, ყოველთვის ჯობს, რომ კვერცხი ჯერ ცალკე ჭურჭელზე გადაიტანოთ და მერე შეურიოთ სასურველ ინგრედიენტებს.

კვერცხის გულში კი ყავისფერი და წითელი ლაქები ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, ამიტომ მისი გამოყენება უსაფრთხოდ შეგიძლიათ.