როგორც ცნობილია, მომღერალი ვალერი მელაძე წლებია, პირველ ცოლს გაშორდა და თავის კოლეგაზე - ალბინა ჯანაბაევაზე იქორწინა, რომელსაც მანამდეც ხვდებოდა და წყვილს საერთო ვაჟიც ჰყავდა. თუმცა ეს ამბავი მხოლოდ მას მერე გახდა ცნობილი, როცა ვალერი ცოლს გაშორდა და ალბინასთან ერთად დაიწყო ცხოვრება. თანაცხოვრებაში კიდევ შეეძინათ შვილები და ვალერი რა ხანია, მრავალშვილიანი მამაა - პირველ ცოლთან სამი გოგონა ჰყავს, ალბინასთან - ორი ვაჟი და ქალიშვილი. თუმცა ის და ალბინა შვილების ფოტოებს არ ასაჯაროებენ ხოლმე და სულ რამდენიმე ფოტო აქვთ გამოქვეყნებული. ამჯერადაც გააკეთა გამონაკლისი მომღერალმა და ცოლს 44-ე დაბადების დღე ოჯახური ფოტოთი მიულოცა.
"დილა მშვიდობისა, საყვარელო ალბინა! გილოცავ დაბადების დღეს!" - წააწერა მელაძემ ფოტოს, რომელზეც აღბეჭდილნი არიან ცოლ-ქმარი, 19 წლის კონსტანტინე, 8 წლის ლუკა და პატარა აგატა.