"მილიონდოლარიანი გოგონა" 48 წლის ასაკში გახდა დედა - ჰილარი სვონკს ტყუპი შეეძინა მამაკაცისგან, რომელიც "ბრმა პაემანზე" გაიცნო - მშობლები

"მილიონდოლარიანი გოგონა" 48 წლის ასაკში გახდა დედა - ჰილარი სვონკს ტყუპი შეეძინა მამაკაცისგან, რომელიც "ბრმა პაემანზე" გაიცნო

2023-04-10 20:07:30+04:00

48 წლის მსახიობის ცხოვრებაში მართლაც უდიდესი სიახლეა. ორგზის ოსკაროსანი ჰილარი, რომელსაც კარიერაში ფაქტობრივად, ყველაფრისთვის აქვს მიღწეული - საოცარი როლებიდან სანუკვარ ჯილდოებამდე, ახლა ბედნიერი დედაცაა.

c120004-20729310581681110514-1681143419.jpeg

მსახიობი ორსულობას არც მალავდა და ბოლო პერიოდში არა მხოლოდ სოციალურ ქსელში ჩნდებოდა მუცლით, არამედ საჯარო ღონისძიებებსაც ესწრებოდა, ბიზნესმენ მეუღლესთან ერთად.

004-13548604161681110546-1681143436.jpeg

ჰილარის ტყუპი ქალ-ვაჟი გაუჩნდა და პირველი ფოტოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში - მზის ჩასვლის ფონზე, პაწაწინა ბავშვებით ხელში.

c120004-7690290011681110458-1681143464.jpeg

ბედნიერმა სუონკმა ფოტოს შემდეგი წარწერა გაუკეთა: "ეს არ იყო მარტივი... მაგრამ ჩემი ბიჭი და გოგონა ნამდვილად ღირდა ამად..."

ჰილარისთვის ეს მეორე ქორწინებაა. მსახიობ ჩად ლოუს 2007 წელს გაშორდა, მერე კი მეგობარმა მოუწყო "ბრმა შეხვედრა" ბიზნესმენ ფილიპ შნეიდერთან. წყვილმა მალევე იქორწინა და აი, უკვე მშობლებიც გახდნენ.

maxresdefault-1681143700.jpg

hilary-1681143659.jpg