მადლობა მოუხადა თუ მადლობა გადაუხადა? - შეამოწმეთ, რამდენად კარგად იცით ქართული მართლწერა (ტესტი) - მშობლები

მადლობა მოუხადა თუ მადლობა გადაუხადა? - შეამოწმეთ, რამდენად კარგად იცით ქართული მართლწერა (ტესტი)

2023-04-13 20:04:47+04:00

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ენა ჩვენი სიმდიდრეა, რომელსაც დიდი გაფრთხილება უნდა. სამწუხაროდ, დღესაც ბევრი ადამიანი არასწორად ამბობს და წერს ქართულ სიტყვებს. შეამოწმეთ, რამდენად კარგად იცით მართლწერის საკითხები:

1. რომელია სწორი ფორმა?

  • თითეული ჩვენთაგანი
  • თითოეული ჩვენგანი
  • თვითეული ჩვენგანი

2. რომელი წინადადება წერია სწორად?

  • ხმა აბსოლიტურად ყველა ადამიანმა მისცა.
  • ხმა აბსულუტურად ყველა ადამიანმა მისცეს.
  • ხმა აბსოლუტურად ყველა ადამიანმა მისცა.

3. რომელ წინადადებაში არ არის შეცდომა დაშვებული?

  • ჩემმა შვილმა ფაქტიურად ყველა საკითხი ზეპირად იცის.
  • ჩემ შვილმა ფაქტობრივად ყველა საკითხი ზეპირად იცის.
  • ჩემმა შვილმა, ფაქტობრივად, ყველა საკითხი ზეპირად იცის.

4. რომელია სწორი ფორმა?

  • მადლობა მოუხადა
  • მადლობა გადაუხადა

5. რომელი წინადადება წერია სწორად?

  • ფაქტს არ უარვყოფ.
  • ფაქტს არ ვუარყოფ.
  • ფაქტს არ უარვყობ.

6. რომელ წინადადებაში არ არის შეცდომა დაშვებული?

  • მე-20-ე საუკუნეში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
  • მე-20 საუკუნეში ამის შესახებ არაფერი არ იცოდენ.
  • მე-20 საუკუნეში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

7. რომელია სწორი ფორმა?

  • ალბად
  • ალბათ

8. რომელი წინადადება წერია სწორად?

  • იქ ჩემი რამოდენიმე მეგობარი იყო.
  • მან რამდენიმე კარგი რჩევები მომცა.
  • წერილიდან რამდენიმე წინადადება მომეწონა.

9. რომელი წინადადება წერია სწორად?

  • 5 დღის უკან ბევრი ამბავი გავიგე.
  • 5 დღის წინ ბევრი ამბავი გავიგე.
  • 5 დღის წინ ბევრი ამბები გავიგე.

10. რომელი წინადადება წერია სწორად?

  • ჩემმა მეგობარმა მისი წიგნი მაჩუქა.
  • ჩემმა მეგობარმა თავისი წიგნი მაჩუქა.
  • ჩემმა მეგობარმა თავის წიგნი მაჩუქა.

სწორი პასუხები:

  1. თითოეული ჩვენგანი
  2. ხმა აბსოლუტურად ყველა ადამიანმა მისცა.
  3. ჩემმა შვილმა, ფაქტობრივად, ყველა საკითხი ზეპირად იცის.
  4. მადლობა გადაუხადა.
  5. ფაქტს არ უარვყოფ.
  6. მე-20 საუკუნეში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
  7. ალბათ
  8. წერილიდან რამდენიმე წინადადება მომეწონა.
  9. 5 დღის წინ ბევრი ამბავი გავიგე.
  10. ჩემმა მეგობარმა თავისი წიგნი მაჩუქა.