ლაიონელ რიჩის მოდელი ქალიშვილის პომპეზური ქორწილი, პატარძლის სამი უძვირფასესი საქორწინო კაბა და ქმრის გამო შეცვლილი რელიგია - მშობლები

ლაიონელ რიჩის მოდელი ქალიშვილის პომპეზური ქორწილი, პატარძლის სამი უძვირფასესი საქორწინო კაბა და ქმრის გამო შეცვლილი რელიგია

2023-04-23 16:47:05+04:00

ცნობილმა მომღერალმა და "ამერიკული ვარსკვლავის" ჟიურის წევრმა ლაიონელ რიჩიმ უმცროსი ქალიშვილი გაათხოვა. სოფია რიჩი მამამ მიიყვანა საკურთხეველთან, რომელიც ძალიან აღელვებული იყო და ვერ მალავდა ემოციებს.

bgus-2620888-027-1-1682255528.jpg

მოდელი სოფია რიჩი მუსიკალურ პროდიუსერს, საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენის, Universal Music Group-ის დირექტორის ლიციან გრეინჯის ვაჟს ელიოტს გაჰყვა ცოლად.

nypichpdpict000009974082-1682255690.jpg

ცერემონია ფრანგულ რივიერაზე, სასტუმრო Cap-Eden-Roc-ში შედგა და სოფიამ სამჯერ გამოიცვალა საპატარძლო კაბა, სამივე Chanel-ის.

lion1-1682255834.jpg

fuvsifoxoaes6xq-1682255869.jpeg

maxresdefault-1682255869.jpg

sofia-richie-wedding-dress-mega-embed-1-1682255940.jpg

სოფია და ელიოტი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ, თუმცა აქამდე მეგობრობდნენ. 2021 წლიდან კი შეყვარებულები არიან. ამ პერიოდში დაშორდა სოფია სკოტ დისიკს და ამბობენ, რომ ელიოტს მანამდეც უყვარდა და მოთმინებით ელოდა, როდის დადგებოდა ის დღე, რომ სოფია გულს მოიგებდა. სხვათა შორის, ისე მოიგო მისი გული, სოფიამ რელიგიაც კი შეიცვალა საქმროს გამო და იუდაიზმი მიიღო, რადგან ელიოტს ებრაული ფესვები აქვს.

ქორწილის სტუმრებს შორის, სოფიას ოჯახის წევრების გარდა, იყვნენ მსახიობი კამერონ დიასი მეუღლესთან ერთად, პერის ჰილტონი მეუღლით და სხვა ცნობილი სახეები.

ცნობისათვის, ლაიონელ რიჩის სამი შვილი ჰყავს. 1975 წელს იქორწინა ბრენდა ჰარვიზე, რომელთანაც 18 წელი იცხოვრა. წყვილმა პატარა გოგონა იშვილა - ნიკოლ რიჩი, რომელიც დღეს ცნობილი მსახიობია. 1993 წელს ერთმანეთს დაშორდნენ და ლაიონელმა თავის საყვარელზე, დიანა ალექსანდერზე იქორწინა, რომელთანაც გაუჩნდა მაილზ და სოფია რიჩები.

lionel-richies-3-children-are-all-grown-up-1682256211.jpg
ლაიონელ რიჩი შვილებთან ერთად