"სამი წიგნი მინდა გირჩიოთ... მოძებნეთ და თავად წაუკითხეთ შვილებს" - შალვა ამონაშვილის კიდევ ერთი რჩევა მშობლებს - მშობლები

"სამი წიგნი მინდა გირჩიოთ... მოძებნეთ და თავად წაუკითხეთ შვილებს" - შალვა ამონაშვილის კიდევ ერთი რჩევა მშობლებს

2023-04-26 13:36:32+04:00

ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახში წიგნის კითხვის კულტურას და რომელი ნაწარმოებები შეგიძლიათ, შვილებს შესთავაზოთ:

- ბავშვს 13-14 წლამდე უყვარს, როცა მას წიგნს უფროსი უკითხავს. მამა იქნება, დედა, ბებია თუ სხვა - კვირაში 1-2 საათი კითხვისთვის გამოყავით. ამ დროს ხან ცრემლიც წამოგვივა. "პატარა პრინცს" რომ წაიკითხავ, ცრემლი არ მოგადგება? კითხვა მაშინაა სასიამოვნო, როცა განიცდი. თუ არ განიცდი, გინდა წაიკითხე, გინდა - არა. განცდები ჩვენ გვზრდის, ზნეს გვიცვლის. თუ განცდა არ გვაქვს, ზნეს ადვილად ვერ შევიცვლით. ქართულ ლიტერატურაში ბევრი კარგი რამაა წასაკითხი, მაგრამ მსოფლიო ლიტერატურიდან სამი რამ მინდა გირჩიოთ:

  • "პატარა პრინცი" - წავიკითხოთ, მერე ისევ გადავიკითხოთ და ბავშვს თავად მოუნდება, კიდევ დაუბრუნდეს იმიტომ, რომ იქ ისეთი აზრებია, რომლებიც ჩვენი ცხოვრების შემადგენელი უნდა გახდეს.
  • "თოლია ჯონათან ლივინგსტონი" - ძალიან გთხოვთ, ეს წიგნი წაიკითხოთ და ბავშვსაც წააკითხოთ. ეს მე-4-მე-7 კლასში საკითხავად კარგია.
  • "ლურჯი ფრინველი" - ფრანგი მწერლის ნაწარმოებია, სადაც აღწერილია როგორ მოგზაურობენ პატარა ბავშვები სხვადასხვა სამყაროში.

მონახეთ ამდაგვარი ნაწარმოებები და თქვენვე წაუკითხეთ შვილებს. კითხვა ერთ-ერთი ოჯახური კულტურა უნდა იყოს. ხანდახან უნდა ხედავდეს ბავშვი, როგორ განმარტოვდა მამა და წიგნის კითხვა დაიწყო. ბავშვი კითხვას ვერ მიეჩვევა, თუ ოჯახში მკითხველი ხალხი არ დაინახა. წიგნს უყვარს, როცა ის ბერდება. როცა ის წლობითაა შენახული და ხელუხლებელია, ეს წიგნი ამ ოჯახში მკვდარია. როცა ის გაცრეცილი ხდება, ისაა საინტერესო.

რომელი წიგნები უნდა წაიკითხოთ ბავშვთან ერთად და რომელი ზღაპრები უნდა უამბოთ მას - შალვა ამონაშვილის რჩევები