ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახში წიგნის კითხვის კულტურას და რომელი ნაწარმოებები შეგიძლიათ, შვილებს შესთავაზოთ:
- ბავშვს 13-14 წლამდე უყვარს, როცა მას წიგნს უფროსი უკითხავს. მამა იქნება, დედა, ბებია თუ სხვა - კვირაში 1-2 საათი კითხვისთვის გამოყავით. ამ დროს ხან ცრემლიც წამოგვივა. "პატარა პრინცს" რომ წაიკითხავ, ცრემლი არ მოგადგება? კითხვა მაშინაა სასიამოვნო, როცა განიცდი. თუ არ განიცდი, გინდა წაიკითხე, გინდა - არა. განცდები ჩვენ გვზრდის, ზნეს გვიცვლის. თუ განცდა არ გვაქვს, ზნეს ადვილად ვერ შევიცვლით. ქართულ ლიტერატურაში ბევრი კარგი რამაა წასაკითხი, მაგრამ მსოფლიო ლიტერატურიდან სამი რამ მინდა გირჩიოთ:
მონახეთ ამდაგვარი ნაწარმოებები და თქვენვე წაუკითხეთ შვილებს. კითხვა ერთ-ერთი ოჯახური კულტურა უნდა იყოს. ხანდახან უნდა ხედავდეს ბავშვი, როგორ განმარტოვდა მამა და წიგნის კითხვა დაიწყო. ბავშვი კითხვას ვერ მიეჩვევა, თუ ოჯახში მკითხველი ხალხი არ დაინახა. წიგნს უყვარს, როცა ის ბერდება. როცა ის წლობითაა შენახული და ხელუხლებელია, ეს წიგნი ამ ოჯახში მკვდარია. როცა ის გაცრეცილი ხდება, ისაა საინტერესო.