საუკუნეების განმავლობაში ადამიანები სხვადასხვა დღესასწაულს აღნიშნავდნენ და ფიქრობდნენ, რომ ბუნებაზე დაკვირვება, გარკვეული რიტუალების შესრულება მათ იღბლისა და წარმატების მოზიდვაში დაეხმარებოდათ. ყველა ხალხს თავისი დღესასწაულები და რიტუალები ჰქონდა. ხანდახან ხალხის რწმენა ეზოთერიკოსების შეხედულებებსაც ემთხვევა ხოლმე და განსაკუთრებით ჯადოსნური დღეები გამოითვლება. ერთ-ერთი ასეთია 1-ლი მაისი, რომელიც თურმე მაგიური დღეა და ამავე თარიღს ემთხვეოდა ძველ კელტებთან ე.წ. ბელტეინის დღე. ამ დღეს ისინი მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ითვლებოდა, რომ ეს ბუნების ახალ ციკლთან იყო დაკავშირებული. ძველად ადამიანებს სჯეროდათ, რომ ბელტეინის დღეს სამყაროს კარი სრულად იყო ღია და მნიშვნელოვანი თხოვნების სიას აგროვებდნენ. ასევე, მადლობას უხდიდნენ სამყაროს იმ ყველაფრისთვის, რაც ჰქონდათ.
კელტები ბელტეინის დღეს 1 მაისს აღნიშნავდნენ და საუკუნეების განმავლობაში, ადამიანებმა სხვადასხვა რიტუალი შეიმუშავეს, რომ ოჯახში წარმატება და იღბალი შეეტანათ. ეს არის მაგიური დღე, როცა სამყაროს ჩვენი ყველაზე უკეთ ესმის, გვაძლევს მოტივაციას და ამავდროულად, გვიბიძგებს, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაცები უკეთესობისკენ შევცვალოთ.
იმისათვის, რომ მაგიურ დღეს შეძლოთ, იღბალი მოიზიდოთ, შემდეგი წესები უნდა დაიცვათ:
- 30 აპრილს ღამით, 1-ლი მაისის დადგომამდე, აუცილებლად დაასუფთავეთ სახლი ცოცხით. ეს დასუფთავების უძველესი საშუალებაა. ითვლება, რომ თუ ამ დღეს სახლს, გარემოს ცოცხით დაასუფთავებთ, სახლიდან არა მხოლოდ ნაგავს, არამედ ყველა ნეგატიურ ემოციასა და უიღბლობას გაიტანთ. მნიშვნელოვანია, რომ პროცესის დროს გონებაში წარმოიდგინოთ, როგორ აგროვებთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ ყველა ტკივილს ნაგვის პარკში და ურნაში აგდებთ.
- შეგიძლიათ, ფურცელზე ჩამოწეროთ ყველაფერი, რაც ტკივილსა და ტანჯვას გაყენებთ და გსურთ, თქვენი ცხოვრებიდან გაქრეს. შემდეგ ეს ფურცელი სანთლის ცეცხლით დაწვით. შემდეგ კი სამყაროს მადლობა გადაუხადეთ ყველა გათენებული და ბედნიერი დღისთვის. მადლიერების გამოხატვით კიდევ უფრო დიდ სიკეთესა და იღბალს მიიღებთ.
- თქვენს სახლთან არსებული ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ხეზე შეაბით ფერადი ლენტი, რომელზეც თქვენი სურვილი იქნება დაწერილი. ერთ ლენტზე მხოლოდ ერთი სურვილი უნდა დაწეროთ და გაითვალისწინეთ, რომ სურვილი მხოლოდ თქვენ უნდა გეხებოდეთ და არა სხვებს. ლენტი 1-ელ მაისს, ნაშუადღევს უნდა განათავსოთ ხეზე.
- ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცენარეები დარგოთ. ითვლება, რომ ამ გზით თქვენს ცხოვრებაში განახლება და კეთილდღეობა შემოგაქვთ. შეგიძლიათ, ახალი მცენარეები როგორც ქოთანში, ასევე ბაღში დარგოთ.
რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს?
- არ ისესხოთ, ან არ გაასესხოთ ფული და ნივთები. ითვლება, რომ ამას უიღბლობა მოაქვს.
- ნუ იჩხუბებთ. ითვლება, რომ ეს ენერგია თქვენთან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.
- არ დასაჯოთ ბავშვები, დრო მშვიდად გაატარეთ და შეეცადეთ, საყვარელი აქტივობით დაკავდეთ.