გაზაფხულსა და ზაფხულში, როგორ წესი, ფანჯრები მუდამ ღია გვაქვს. ბავშვიან ოჯახებს ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც უსაფრთხოებაზე ზრუნვას გაგიადვილებთ.
- ნებისმიერი ავეჯი, რომელზედაც ცნობისმოყვარე ბავშვს თეორიულად მაინც შეუძლია აცოცდეს ფანჯრიდან გასახედად, მოაშორეთ ფანჯრებს. ეს ხშირ-ხშირად შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ რომელიმე ოჯახის წევრმა სკამი, სავარძელი ან პუფი ფანჯარასთან არ დატოვა.
- თუ თანამედროვე პლასტმასის ორმაგი მინის ფანჯრები გაქვთ, ისარგებლეთ მექანიზმით და ის ძირითადად, ე.წ. გადმოკიდებულ მდგომარეობაში დატოვეთ.
- დააინსტალირეთ უსაფრთხოების სისტემები ფანჯრებზე, ახლა უკვე ბევრი ასეთი საშუალებაა საკეტები, ბლოკატორები, საბავშვო გისოსები, სპეციალური სახელურები, რომლებიც ფანჯრებზე მარტივად მონტაჟდება
- ნუ გექნებათ ფანჯრებზე დამაგრებული მწერების საწინააღმდეგო ბადის იმედი - ეს ბადეები არ არის შექმნილი სიმძიმის შესაკავებლად. პირიქით, ბავშვს ცრუ უსაფრთხოების განცდას აძლევენ, სინამდვილეში კი კატის წონასაც ვერ გაუძლებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვისაზე.
- ნურასოდეს იფიქრებთ, რომ "ბავშვი ამდენს ვერ მოიფიქრებს" - პატარებს წარმოუდგენლად სწრაფად შეუძლიათ სასურველ ადგილამდე მიწვდომა, თუკი ირგვლივ საამისო საშუალებას იპოვიან.
- ფანჯრების ირგვლივ და აივანზე გასასვლელებთან „მიუწვდომელი ზონები“ შექმენით – შეგიძლიათ იატაკზე წებოვანი ლენტი გააკრათ, რომლის მიღმა გადასვლაც ბავშვს აკრძალული ექნება.
- აუხსენით ბავშვებს, რატომ არის საშიში ფანჯრის რაფაზე ასვლა და ფანჯრიდან გადახედვა.
- და რაც მთავარია - არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ.