"ბანკეტისთვის ვინც ემზადებით, ინსტაგრამზე დავდე კაბები, რომლებსაც დიდი სიყვარულით გავაჩუქებ" - ირინა ონაშვილი - მშობლები

"ბანკეტისთვის ვინც ემზადებით, ინსტაგრამზე დავდე კაბები, რომლებსაც დიდი სიყვარულით გავაჩუქებ" - ირინა ონაშვილი

2023-05-17 22:57:40+04:00

ბანკეტების თემა სულ უფრო გააქტიურდა და იმაზეც ბევრი წუხს, რომ წელს არნახულად ძვირი ჯდება ეს ღონისძიება. ამის შესახებ ჩვენც არაერთხელ დავწერეთ. სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საბანკეტო სამზადისს, ბევრმა გაიხსენა საკუთარი ბანკეტი, ზოგიერთები კი გამოვიდნენ ინიციატივით, საკუთარი საღამოს კაბები გაეჩუქებინათ მათთვის, ვინც საბანკეტოდ ვერ ახერხებს ძვირად ღირებული კაბის ყიდვას. ერთ-ერთი მათგანი იყო ჟურნალისტი და მწერალი ნინო თარხნიშვილი, რომლის ინიციატივას ირინა ონაშვილი გამოეხმაურა.

"ბანკეტისთვის ვინც ემზადებით, ინსტაგრამზე დავდე კაბების სთორები, რომელსაც დიდი სიყვარულით გავაჩუქებ.

მადლობა ნინო თარხნიშვილს იდეისთვის", - დაწერა მოდელმა და ტელეწამყვანმა და ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეოები და ფოტოები იმ კაბების, რომლებსაც სიამოვნებით აჩუქებს მათ, ვისაც სჭირდება. ასევე წამოაყენა წინადადება, ინიციატივამ ჩელენჯის სახე მიიღოს და სხვებსაც მოუწოდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ.

irina-1684350640.jpg

irina1-1684350640.jpg

მიდის ქართული გრიალი, გონშიკი ბიჭობით და ლუქში ამომძვრალი გოგოობით... მაგრამ უბანკეტოდ ხო არ დავტოვებთ ჩვენს შვილებსო
გოგონამ არ უნდა იტიროს იმის გამო, რომ კაბა ვერ შეიძინა და თანატოლების გვერდით ვერ დადგა - გაიცანით დიზაინერი, რომელმაც იმ გოგონებს, რომლებსაც კაბის შეძენა არ შეეძლოთ, საბანკეტო კაბები აჩუქა
2000 ლარი გვიჯდება ბანკეტი და სესხი გამომაქვს... როდის დამთავრდება ეს მეტიჩრობა? - შეწუხებული მშობლის წერილი და მიმართვა მშობლებს