ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში სტუმრობისას ცნობილმა დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა პირად ამბავზე ისაუბრა, რომელმაც მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა და 13 წელი სრულ გაურკვევლობასა და სტრესში იცხოვრა. “გიჟურად გვიყვარდა ერთმანეთი, 1 საათიც არ გაგვიტარებია ცალ-ცალკე. შვილის დაბადების შემდეგ სახლიდან წავიდა და 13 წელი თვალით აღარ მინახავს”, - ამბობს თათა.