ინტიმური ჰიგიენის დაცვა ჯერ კიდევ ახალშობილობიდან უნდა დაიწყოთ.
არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი საფენს ატარებს თუ არა, ყოველი "ტუალეტის" შემდე ბავშვი უნდა ჩაბანოთ. განავალში ფერმენტები და რძემჟავა ბაქტერიებია, რომლებიც აღიზიანებენ პერინეუმის დელიკატურ კანს და ხელს უწყობენ საშარდე გზების ინფექციებს. ამავე მიზეზით, საფენი უნდა გამოიცვალოს დეფეკაციის ყოველი აქტის შემდეგ. პირველ თვეში საფენი შეიძლება იყოს 8-10-ჯერ იყოს დღეში გამოსაცვლელი. ამიტომ შემოწმება ხშირად უნდა გაკეთდეს.
მიზანშეწონილია ბავშვი გამდინარე თბილი წყლით (დაახლოებით 37-37,5 ° C) დაბანოთ და ჩვილების ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი სპეციალური გელი გამოიყენოთ, ვიდრე ჩვეულებრივი ბავშვის საპონი. მოათავსეთ ბავშვი თქვენს მკლავზე, ზურგი ქვევით, თავი - იდაყვისკენ. ჯერ უნდა დაიბანოთ ანუსის არე, შემდეგ დაიბანეთ ხელები საპნით და სასქესო ორგანოები გაუსუფთავეთ (ყოველთვის და მკაცრად გააკეთეთ მოძრაობები სასქესო ორგანოებიდან ანუსისკენ, რათა განავლის ნაწილაკები არ მოხვდეს იზოლირებულ ადგილებში). თუ დაბანის საშუალება იმ მომენტში არ არის, შეგიძლიათ სველი ხელსახოცები გამოიყენოთ: ისინი ქიმიურ დანამატებს მინიმალურ რაოდენობით შეიცავენ.
გაფრთხილება:
ინფექციური და ვირუსული დაავადებების დროს ტოქსინები ფორებიდან კანზე გამოდის, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პერიოდებში ბავშვს კანი რეგულარულად გაუსუფთავოთ.
ნაზი და ადვილად ტრავმირებადი კანი პერინეუმის მიდამოში უმჯობესია რბილი პირსახოცით გაუმშრალოთ. გამშრალების შემდეგ დარჩენილი ტენიანობაც რომ ალაგდეს, ბავშვს საფენის ჩაცმამდე ჰაერის აბაზანა გაუკეთეთ, ანუ რამდენიმე წუთის განმავლობაში შიშველი დატოვეთ 6 თვემდე ასაკში 10 წუთი 2-ჯერ დღეში. ამ პროცედურას არა მხოლოდ გამაკაჟებელი ეფექტი აქვს, ასევე ხელს უწყობს საფენის გამონაყარის თავიდან აცილებას.
გაფრთხილება:
არასოდეს გამოიყენოთ უფროსებისთვის განკუთვნილი პროდუქტები ბავშვთა ჰიგიენისთვის (შხაპის გელები, თხევადი ან სამრეცხაო საპონი, შამპუნები), რადგან ჩვილების კანი გაცილებით თხელი და მგრძნობიარეა, ვიდრე ჩვენი.
ნუ გადაწევთ სასქესო ბაგეებს სპეციალურად დაბანისთვის. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ შესამოწმებლად, ხომ არ არის სიწითლე. იგივე შეიძლება ითქვას ბიჭებზეც - აბსოლუტურად არ არის აუცილებელი ჩუჩის ზედმეტად გაჭიმვა. ის შეიძლება ძალიან ნაზად გადაწიოთ 6 თვის შემდეგ, რათა სწორად ჩამობანოთ პენისი. ჩვეულებრივ ამ პერიოდში იწყება დამატებითი კვება, რის გამოც ბიჭებში ავტომატურად იმატებს სმეგმას (ბუნებრივი ლუბრიკანტი) გამომუშავება.
თუ ბავშვს საჯდომზე სიწითლე ან გამონაყარი გაუჩნდა, სავარაუდოდ, ეს საფენის გამონაყარია. თუ გაღიზიანება არ არის ძლიერი, საფენის კრემის გამოყენება საკმარისია. მისი მთავარი შემადგენელია თუთიაა - ნივთიერება, რომელიც აუცილებელია მიკრობზარების და ჭრილობების სამკურნალოდ. თუ სიწითლის გარდა, გამონაყარი შესამჩნევია, მაშინ, დასაწყისისთვის, მუწუკები უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური საშუალებით და შემდეგ შეგიძლიათ წაუსვათ „საფენის ქვეშ“ განკუთვნილი კრემი.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა: სიწითლე ძლიერდება და კანის ფენაც გადაყვლეფილია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჭრილობაში ინფექციამ შეაღწია და საჭიროა უფრო სერიოზული მალამოები, რომლებიც მხოლოდ ექიმს შეუძლია დანიშნოს ბავშვს.
თუ ბავშვს მშრალი კანი აქვს, გამოიყენეთ დამატენიანებელი ბავშვის კრემები, სასურველია თერმული წყლის საფუძველზე. თუ ასეთი პრობლემები არ გაქვთ, ასეთი კრემები ზედმეტი იქნება. კიდევ ერთი წესი: სანამ რაიმე კოსმეტიკური პროდუქტის კანზე წაუსვამთ, ჩაატარეთ მცირე მგრძნობელობის ტესტი: პატარას წაუსვით მაჯაზე კრემი და გაუჩერეთ 15 წუთი. თუ რეაქცია არ არის, კრემი თამამად გამოიყენეთ.