ცნობილმა შეფმზარეულმა მიშა ავსაჯანიშვილმა, რომელმაც ათეულობით კილოგრამი დაიკლო, ამ პროცესის შესახებ ნანუკას ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა. მისი თქმით, დაკლებამდე 176 კილოგრამს იწონიდა და წონის ასეთი ძლიერი მატება არა გადაჭარბებულმა კვებამ, არამედ დიეტებმა გამოიწვია.
"რაც ახლა ვარ, ამაზე 16 კილოგრამით მეტი ვიყავი, როცა დიეტის დაცვა გადავწყვიტე. დაკლება მინდოდა, ვცადე ყველასთვის ცნობილი, "გაცვეთილი" დიეტები. მაგრამ შევამჩნიე, რომ ვიკლებდი, მერე უფრო ვიმატებდი. მერე წავიკითხე, რომ ორგანიზმს ახასიათებს ასეთი რეაქცია - ქვეცნობიერად შიშობს, ისევ შიმშილი არ დაიწყოს და ინახავს, არეზერვებს ცხიმს. ჩემთვის ჯანმრთელობის პრობლემები იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც მენტალური. არავინ მაბულინგებდა, მაგრამ ძალიან დაკომპლექსებული ვიყავი. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ დავდიოდი, ძალიან დაბალი მქონდა თვითშეფასება, რომ გგონია, დადიხარ და ყველა შენზე "ღადაობს"... ასე არ იყო სინამდვილეში, მაგრამ ასეთი განცდა მქონდა. ყველაფერი ვცადე, ცნობილი ენდოკრინოლოგები, სპორტი, მაგრამ მივხვდი, რომ ბოლო გამოსავალი ბარიატრია იყო. ვინც ჩემთან ერტად გაიკეთა ეს ოპერაცია, მათგან უმეტესობა ისევ გასუქდა. ბარიატრია არის შანსი, რომ დაიკლო და შემდეგ ისწავლო სწორად ცხოვრება" - განაცხადა მიშა ავსაჯანიშვილმა.