ლიტერატურული დღესასწაული ჯერ არ დასრულებულა - თბილისის წიგნის ფესტივალის დახურვის შემდეგ, „პალიტრა L“ საქართველოს მასშტაბით ტრადიციულ ტურნეს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ავტორებს მწერლებთან შეხვედრისა და წიგნების განსაკუთრებულ ფასად შეძენის საშუალება ექნებათ.
ლიტერატურული ტურნე თავდაპირველად რუსთავში, გორსა და თელავში გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მთავარია კითხვის სიყვარული და გამომცემლობა სიამოვნებით გიმასპინძლებთ.
„პალიტრა L-ის“ წარმომადგენლები განმარტავენ თუ რა ელოდება მკითხველს საქართველოს სამ მნიშვნელოვან ქალაქში:
„ტურნე მოიაზრებს რეგიონებში მკითხველთან შეხვედრას, ჩვენი ლიტერატურის წარდგენას, ჩვენს ავტორებთან შეხვედრა-პრეზენტაციებს და პარალელურად, გამოფენა-გაყიდვას, სპეციალურ აქციებსა და ფასდაკლებებს. ყველა ღონისძიება ჩატარდება საბიბლიოთეკო გაერთიანებებში და მათზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება“, - განმარტეს გამომცემლობაში.
შეხვედრის დრო ადგილმდებარეობების მიხედვით:
გორი - 6 ივნისი (15:00-19:00 მისამართი: სტალინის გამზირი N8);რუსთავი - 7 ივნისი (15:00-19:00 მისამართი: შარტავას N11);თელავი - 17 ივნისი (15:00-19:00 მისამართი: ერეკლე II, N1).
ტურნეს ფარგლებში მკითხველს პოპულარული ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულები შეხვდებიან. მათი ნამუშევრები მკითხველთა ფართო წრეებში მუდმივად განხილვის საგანია. სამივე მუნიციპალიტეტში მკითხველებს შემდეგი რომანების „აღიარება ხელისგულზე“ და „ერთი კვირა ერთ ოთახში“ ავტორი თათული ღვინიანიძე შეხვდება, თელავში კი მათ ასევე „ცდუნების“, „შეცდომისა“ და „გადამწვარი ხიდების“ ავტორი - ნათია ჯაგოდნიშვილი უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ ტურნე მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, რის შესახებაც „პალიტრა L“ მკითხველს ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.
R