სარეცხი საშუალებების დიდი ნაწილი მავნე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ჩვილისა და მცირეწლოვანი ბავშვისთვის საკმაოდ საზიანოა. ესენია: ფოსფატები, ბორატები, ფორმალდეჰიდები, ჰალოგენური ნაერთები, ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს შეფუთვა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ბიოდეგრადირებადი.
ზემოთ აღნიშნული მავნე ქიმიური ნივთიერებები რჩება ჭურჭელზე, ტანსაცმლის ზედაპირზე, საიდანაც შეიძლება ბავშვის ორგანიზმში მოხვდეს და გავლენა მოახდინოს მის ჯანმრთელობაზე. ეს ნაერთები იწვევენ: იმუნიტეტის დაქვეითებას, კანის, თვალის და სასუნთქი გზების გაღიზიანებას, თირკმლის უკმარისობას, პრობლემებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ. მოქმედებენ როგორც ალერგენები და ძლიერი გამაღიზიანებლები. ხანგრძლივმა კონტაქტმა ჩვენდა გასაკვირად შეიძლება ონკოლოგიური დაავადებებიც კი გამოიწვიოს.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებს. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ეკოლოგიური არჩევანი, თუმცა ბაზარზე არც ისე ბევრი ეკომეგობრული ბრენდია.
FROSCH ევროპაში N 1 ბრენდია. ის ფლობს ხარისხისა და ეკოლოგიურობის უამრავ ნიშანს. FROSCH 35 წელზე მეტია, რაც აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. ბრენდი გერმანიაში იწარმოება. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც უსაფრთხო იქნება მოსახლეობისთვის და გარემოსთვის. საქართველოში FROSCH უკვე 20 წელზე მეტია ოპერირებს. მომხმარებელი იცნობს ამ ბრენდის საწმენდ და სარეცხ საშუალებებს. თუმცა, მშობლებს გვინდა შევახსენოთ, რომ FROSCH-ის ყველაზე გამორჩეული ხაზი Frosch Baby-ია, რომელიც კონკრეტულად ჩვილებისთვის არის განკუთვნილი. გამოიყენება დაბადების პირველივე დღიდან, გვირილის ექსტრაქტის შემცველი ჰიპოალერგიული ფორმულა არ აღიზიანებს კანს და შექმნილია სპეციალურად ბავშვის მგრძნობიარე კანისთვის.
ტანსაცმელი
საბავშვო სარეცხი სითხე აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო, მასში გარეცხილმა ტანსაცმელმა არ უნდა გამოიწვიოს დისკომფორტი, ქავილი და ალერგია. ჩვილის ტანსაცმელი უფროსების ნივთებისგან განცალკევებით უნდა გაირეცხოს სპეციალური სარეცხი საშუალებებით, რომელსაც Frosch Baby-ს ხაზში აღმოაჩენთ.
Frosch Baby-ის სარეცხი სითხე არ აღიზიანებს კანს, განკუთვნილია ფერადი და თეთრი ტანსაცმლისთვის უსაფრთხოა ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან და რაც მთავარია, გამოიყენება ჩამჯდარი ლაქების წინასწარ დასამუშავებლად.
Frosch Baby-ის დამარბილებელი გაგიმარტივებთ ბავშვის ტანსაცმლის დაუთოების პროცესს, ჩვილის ტანსაცმელი შესძენს სირბილეს და ჰაერგამტარობას.
საკმაოდ რთულია ჩვილის ტანისამოსზე ლაქებთან ბრძოლა, მითუმეტეს როცა ეს არის რძის, ხილფაფის და სხვა ძნელად ამოსაყვანი ლაქები. თანაც ეკოლოგიურად სუფთა ლაქის ამომყვანის მოძიება საკმაოდ რთულია. Frosch Baby გთავაზობთ უსაფრთხო და ვეგანურ ლაქის ამომყვანს. დაასხით ტანისამოსს, გააჩერეთ 10 წუთი და გარეცხეთ.
ბავშვის ჭურჭლის გარეცხვა ფრიად მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისათვის. ჭურჭლის სარეცხი საშუალებები ბოთლებსა და საწოვრებზე ტოვებენ ნადებს რისი საშუალებითაც მავნე ქიმიური ნივთიერებები აღწევენ ბავშვის ორგანიზმში, ამიტომ მშობლებს მართებთ დაკვირვება, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია შეიძინონ.
ასევე, ბავშვის ორგანიზმში ბევრი ბაქტერია სწორედ სათამაშოებით ხვდება. რამდენად დამღლელი და რუტინულიც არ უნდა იყოს მათი რეცხვა, ეს ჩვენი პატარას ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან დასაცავად აუცილებელია. სასურველია, სათამაშოები ხშირად გაირეცხოს. ისინი ბავშვს აინტერესებს, ხელს კიდებს, პირშიც იდებს, ამიტომ უსაფრთხო სარეცხი საშუალებების გამოყენება აუცილებელია.
ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად Frosch Baby-ს ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭლისა და სათამაშოების სპეციალური სარეცხი სითხე დაგვეხმარება, რომელიც მარტივად აშორებს რძესა და საკვების ნარჩენებს, არის ჰიპოალერგიული, არ შეიცავს საღებავებს, პარფიუმს და შეგვიძლია, თამამად გამოვიყენოთ ჩვენი პატარას ნივთებისთვის.
რაც მთავარია, სითხე სრულად ირეცხება ზედაპირიდან, შესაბამისად, მისი ბავშვის ორგანიზმში მოხვედრა გამორიცხულია.
აუცილებელია, ჩვილის ხელების დასაბანადაც ეკოლოგიურად სუფთა და ქიმიური ნივთიერებებისგან თავისუფალი საშუალებები გამოვიყენოთ, ჩვილები მუდამ პირში იდებენ თავიანთ პატარა ხელებს, ამიტომ მათი დაბანა ძალიან მნიშვნელოვანია, ხელები არ უნდა გამოუშრეთ, რადგან მათი კანი ყველაზე მგრძნობიარე და ნაზია.
Frosch Baby-ს დასაბანი საპონიც გამოიყენება 0 თვიდან, ნაზად ასუფთავებს კანს, იცავს მას დაზიანებისგან და ტოვებს სასიამოვნო შეგრძნებას.
მშობლებს შეუძლიათ, Frosch Baby-ს ხაზი თამამად გამოიყენონ ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან, რადგან მისი უსაფრთხოება სხვადასხვა კვლევით არის დადასტურებული.
აღნიშნული საშუალებები, რომლებიც მავნე ქიმიურ ნივთიერებებს არ შეიცავს, საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ ინფექციები და გართულებები და უკეთ ვიზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე.
გავაკეთოთ ჩვენი ეკოლოგიური არჩევანი.
R