თმის ნაადრევად გაჭაღარავება, სხეულზე სილურჯეების გაჩენა - როგორ გავიგოთ ანალიზების გარეშე, რომელი ვიტამინები აკლია თქვენს ორგანიზმს - მშობლები

თმის ნაადრევად გაჭაღარავება, სხეულზე სილურჯეების გაჩენა - როგორ გავიგოთ ანალიზების გარეშე, რომელი ვიტამინები აკლია თქვენს ორგანიზმს

2023-07-04 12:54:49+04:00

სხეულზე არსებული სხვადასხვა ნიშნითა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობით ადამიანს შეუძლია, ანალიზების გარეშე დაახლოებით განსაზღვროს, რომელი ვიტამინების დეფიციტი აქვს:

  • თუ ფეხის არეში კრუნჩხვასა და ტკივილს განიცდით, ცუდად გძინავთ, ეს მიუთითებს, რომ შესაძლოა, მაგნიუმის დეფიციტი გქონდეთ.
  • გამომშრალი, დახეთქილი, არაერთგვაროვანი კანი, ასევე, გაუარესებული მხედველობა შესაძლოა, A და E ვიტამინების ნაკლებობის მაჩვენებელი იყოს.
  • თუ ძლიერ დაღლილობასა და უენერგიობას გრძნობთ, შესაძლოა რკინისა და D3 ვიტამინის ნაკლებობა გქონდეთ.
  • თუ ცხვირიდან მარტივად და ხშირად მოგდიოთ სისხლი, ამავდროულად, კანზე ადვილად გიჩნდებათ ჩალურჯებები, გეტყობათ ფეხებზე სისხლძარღვები, ეს K და C ვიტამინების ნაკლებობაზე მიუთითებს.
  • თუ ამჩნევთ, რომ თმა გცვივათ, ეს შესაძლოა, თუთიის, რკინისა და D ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებდეს.
  • ხელებისა და ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება შესაძლოა, ორგანიზმში B12-ის ნაკლებობაზე მიუთითებდეს.
  • თუ ტუჩის კუთხეები დაგისკდათ, ეს შესაძლოა, B2 ვიტამინის ნაკლებობის ბრალი იყოს.
  • თმის პიგმენტაციის ნაადრევად დარღვევა და ჭაღარის ადრეულ ასაკშივე გაჩენა, სპილენძის დეფიციტზე მიუთითებს.
  • გაუარესებული მეხსიერება, კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები იოდისა და ლეციტინის დეფიციტზე მიუთითებს.
როგორ გავიგოთ ანალიზების გარეშე, რომელი ვიტამინები გვაკლია - ნიშნები სხეულზე, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს