"ხელიხელჩაკიდებული ვივლით ცხოვრების გრძელ გზაზე... მთავარია, ერთმანეთი ვიპოვეთ და მთავარია, 5 შვილი გვყავს..." - თათია შარანგიას ემოციური პოსტი და ქორწილის ვიდეო - მშობლები

"ხელიხელჩაკიდებული ვივლით ცხოვრების გრძელ გზაზე... მთავარია, ერთმანეთი ვიპოვეთ და მთავარია, 5 შვილი გვყავს..." - თათია შარანგიას ემოციური პოსტი და ქორწილის ვიდეო

2023-07-05 13:48:09+04:00

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა ბიზნესმენ ჯარჯი თორაძეზე. ადრეც არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს მისი ყველაზე დიდი სიყვარულია და დიდი იმედი აქვს, ბედნიერ და ტრადიციულ ოჯახს ქმნის.

ამჯერად თათიამ ქორწილის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით:

"როგორც ამ დღეს ვთქვი, ხელიხელჩაკიდებული ვივლით ცხოვრების გრძელ გზაზე, ერთად ვიხარებთ იმ სიყვარულით, რამაც გაგვაერთიანა, ერთად გადავლახავთ ყველა პრობლემას, რაც ზოგჯერ შემოგვხვდება ხოლმე (სიცილით დავხვდებით, გავაცილებთ და ესეც იქნება მხოლოდ ჩვენ ორნის). მთავარია, ერთმანეთი ვიპოვეთ და მთავარია 5 შვილი გვყავს".

თათიას სამი ვაჟი ჰყავს პირველი ორი ქორწინებიდან, ასევე ორი შვილი ჰყავს მის ახლანდელ მეუღლეს.