საქართველოში საჯარო სკოლებთან ერთად, არაერთი კერძო სკოლა ფუნქციონირებს და მოსწავლეებს სხვადასხვა პროგრამასა და უპირატესობას სთავაზობს. დღეს ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სკოლების შესახებ გაგიზიარებთ ინფორმაციას, სადაც სწავლის გადასახადი ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ლარი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, დოლარი ან ევროა:
QSI - საერთაშორისო სკოლა
I-XII კლასები - წლიური გადასახადი 27 500 დოლარი
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია:
- VIII კლასი - წლიური გადასახადი 15 000 ლარი
- IX-XII კლასები - წლიური გადასახადი 26 500 ლარი
ევროპული სკოლა:
- I-IX კლასები - ქართული პროგრამა 5000 ევრო ღირს
- საერთაშორისო პროგრამების ფასი კი 9 000 ევროდან 11 000 ევრომდეა
სკოლა "ლოგოსი"
- 1-6 კლასები – 3100$;
- 7-8 კლასები – 4200$;
- 9-12 კლასები – 5200$.
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
I-XII კლასები - წლიური გადასახადი 10 800 ლარი
ნიუტონის თავისუფალი სკოლა
- ქართული, სტანდარტული პროგრამა, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმას მიჰყვება 2022-2023 სასწავლო წლისთვის - წლიური საფასური 9 000 ლარი
- IB პროგრამა - 2023-2024 სასწავლო წლისთვის - I-V კლასი - 4 000 ევრო ეკვივალენტი ლარში
- VI-VII-VIII კლასებში - 4 500 ევრო ეკვივალენტი ლარში
- IX-X- 5 000 ევრო ეკვივალენტი ლარში
- XI-XII – 5 500 ევრო ეკვივალენტი ლარში
თამარ იაკობაშვილი