"ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, მაგრამ..." - როგორ იქცა ახალგაზრდა ვარსკვლავად მსახიობების ოჯახში დაბადებული გივიკო ბარათაშვილი - მშობლები

"ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, მაგრამ..." - როგორ იქცა ახალგაზრდა ვარსკვლავად მსახიობების ოჯახში დაბადებული გივიკო ბარათაშვილი

2023-08-04 11:06:53+04:00

გივიკო ბარათაშვილი ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავია, რომელიც წლებია, ქართულ თეატრში საინტერესო პერსონაჟებს ქმნის და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. თუმცა ახლახან ახალ ქართულ სერიალში "ცვალებად ნიშნებში" შესრულებულმა ბასას როლმა კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა.

364134719-157807000667838-8354155849769947260-n-1691134057.jpg

გივიკო ბარათაშვილი 1993 წლის 10 იანვარს დაიბადა მსახიობების ოჯახში. გივიკოს მამა არჩილ ბარათაშვილიც და დედა - ხათუნა ბერძენიშვილი, თეატრის მსახიობები არიან.

502465522-3984173971897335-1939855816108061322-n-1768237194.jpg

97054862-1586036421556398-7318804712550039552-n-1768237193.jpg

495305501-3056316894528336-511337358744038987-n-1768237194.jpg

467185061-10227035542662889-8852268075161317718-n-1768237193.jpg
ბავშვობაში
467169546-10227035584823943-2311907509908682071-n-1768237193.jpg
დედასთან ერთად

137532052-1796837260476312-7380864314177560838-n-1691134464.jpg
გივიკო ოჯახის წევრებთან ერთად

გივიკოს უმცროსი და ჰიპ-ჰოპ მოცეკვავეა.

489957647-3019376691555690-7841386049845374236-n-1768237194.jpg
გივიკოს უმცროსი და ქეთი

489024705-3015528551940504-3462140193553932896-n-1768243812.jpg

გივიკოს დედას ბევრი იცნობს ასევე სალომე ზურაბიშვილის პაროდიული როლით "ნიკა არაბიძის შოუში".

parodisti7-76222-1691134548.jpg

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების ოჯახში გაიზარდა, ერთ-ერთ ინტერვიუში გივიკომ აღნიშნა, რომ თავად სულაც არ უნდოდა მსახიობობა, არც თეატრში სიარული უყვარდა. დიდხანს ფიქრობდა ფეხბურთელობაზე და მხოლოდ სიზარმაცის გამო დაანება თავი, რასაც დღემდე ნანობს. ფიქრობს, რომ გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი დადგებოდა მისგან, ვიდრე მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოდ წარმატებული მსახიობია და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული "ახალ თეატრში", "თავისუფალ თეატრში", "სამეფო უბნის თეატრში" და ა.შ..

144007340-10219259334102535-3903005924582165346-n-1691134706.jpg

საბოლოოდ, მსახიობობა 22 წლის ასაკში გადაწყვიტა, ჩააბარა შესაბამის ფაკულტეტზე და მუშაობაც დაიწყო.

გარდა კინოსა და თეატრისა, გივიკო ფოტოგრაფიით არის გატაცებული და ამბობს, რომ ეს მისი განსაკუთრებული ჰობია.

untitled-design-2023-08-04t120511-1691136324-1768237194.353.jpg

363379847-153973347717870-2229048561278772258-n-1691134782.jpg