"გოგიმ ვერასოდეს მოინელა შვილის დაღუპვა... ამ ტკივილით იცხოვრა" - როგორ იხსენებენ გოგი ხარაბაძეს და მისი ვაჟის ტრაგიკულ სიკვდილს, რომელმაც დედას უკანასკნელი სიტყვა უთხრა - მშობლები

"გოგიმ ვერასოდეს მოინელა შვილის დაღუპვა... ამ ტკივილით იცხოვრა" - როგორ იხსენებენ გოგი ხარაბაძეს და მისი ვაჟის ტრაგიკულ სიკვდილს, რომელმაც დედას უკანასკნელი სიტყვა უთხრა

2023-08-18 18:54:56+04:00

მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა...

"რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის, გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!", - წერია რუსთაველის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში... გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი...

მისი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ცნობილმა ხელოვანებმა გაგვიზიარეს...

ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი:

- კიდევ ერთი დანაკლისი, ძალიან მძიმე - ჩემთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის... გოგისთან ახალგაზრდობის წლები მაკავშირებს და ამიტომაც ყველაფრის გახსენება განსაკუთრებით მტკივნეულია...

ნამდვილი არტისტი, პროფესიონალი და ძალიან გულთბილი ადამიანი... წავიდა კიდევ ერთი ისეთი პიროვნება, ვინც ჩვენს ცხოვრებას რაღაცნაირად ალამაზებდა...

- გოგი ხარაბაძე სცენიდან ძალიან ადრე წავიდა...

- დიახ, მისი შვილის დაღუპვა მთელი ოჯახის უდიდესი ტრაგედია იყო... ის მოუნელებელი ტკივილი მე რუსუდან კიკნაძესთან ერთად გადავიტანე, რადგან მაშინ მასთან ახლოს ვიყავი. საშინელი რამ, რაღაც გაუგებარი მოხდა, სხვა ქვეყანაში... ვფიქრობ, გოგიმ ვერასოდეს მოინელა, ამ ტკივილით იცხოვრა...

გოგი ხარაბაძის ყოფილი მეუღლე, ულამაზესი ქართველი მსახიობი რუსუდან კიკნაძე გასულ წელს 76 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ის ორი წლის განავლობაში იყო მსახიობ გოგი ხარაბაძის მეუღლე, სიცოცხლის ბოლომდე კი აშშ-ში მეორე ქორწინებაში ცხოვრობდა. მას და გოგი ხარაბაძეს ჰყავდათ ვაჟი ხარება (ნიკუშა) ხარაბაძე, რომელიც ძალიან ახალგაზრდა ასაკში, აშშ-ში დაიღუპა. მეორე ქორწინებიდან რუსუდან კიკნაძეს ვაჟი - ჯორჯ შატცი დარჩა.

ნანა ღონღაძე რუსუდან კიკნაძის მეგობარი:

- ამერიკაში მას ორჯერ ვესტუმრე. დიდი სახლი ჰქონდა აუზით. მისი მეუღლე - მატვეი შატცი ჰოლივუდში მუშაობდა ტექნიკურ სფეროში, ფილმების განახლებასთან დაკავშირებით. რუსიკო ძალიან უყვარდა, ნიკუშას (ხარებას) როგორც საკუთარ შვილს, ისე ექცეოდა, მისთვის არაფერი ენანებოდა. კარგი განათლება მიაღებინა, სასწავლებელი კინოს განხრით დაამთავრებინა და შემდეგ თავისი კომპანია გაახსნევინა, სადაც ნიკუშა ფილმების გადაღებას აპირებდა. ნიკუშას პარტნიორი მგონი შუა აზიიდან იყო, საკმაოდ მდიდარი. მას, როგორც აღმოჩნდა, პრობლემები ჰქონდა გარკვეულ დაჯგუფებასთან, მათ ჯერ ნიკუშას პარტნიორი მოიტაცეს და ოჯახს მილიონ დოლარს სთხოვდნენ. მერე 25 წლის ბუღალტერი გოგო გაიტაცეს და ბოლოს რუსიკოს ვაჟი. ნიკუშამ დედას დაურეკა და უთხრა, მიყვარხარო, ეს ბოლო ზარი იყო. პარტნიორის ოჯახმა მილიონი გადაუხადა, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, მათ ყველა მოკლეს, ცხედრები ერთ - ერთი ტბის ფსკერზე პარკებით გაგუდული იპოვეს. ეს საშინელი, ენით აღუწერელი ტრაგედია იყო მისთვის!

იხილეთ სრულად