სკოლის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საკითხია. სწორედ სკოლა და მისი ღირებულებები განსაზღვრავს ნაწილობრივ ადამიანის მომავალს.
სახელმწიფო სკოლების პარალელურად, საქართველოში წლიდან წლამდე სულ უფრო მატულობს კერძო სკოლები, რომლებიც ერთმანეთზე უფრო მომხიბვლელ პირობებს გვთავაზობენ. თუმცა, საკმაოდ კარგ პირობებთან ერთად, საკმაოდ მაღალი გადასახადიც არის, რაც ბევრისთვის ფუფუნებას წარმოადგენს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის კერძო სკოლების მცირე ჩამონათვალს, სადაც სწავლა არც ისე იაფი ღირს:
ბაქსვუდის სკოლის სასწავლო დღე 9:30 საათიდან 17:00 საათამდე გრძელდება და მოიცავს როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს.
სწავლის ღირებულება - წელიწადში 15 000 ლარი
ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს დაარსდა. აკადემიის დამაარსებლები არიან ქართველი ბიზნესმენი, გივი ზალდასტანიშვილი, ამერიკელი პედაგოგი, დონალდ თომასი და ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი. აკადემია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით (დაახლოებით 2 მლნ. დოლარი) და სამეურვეო საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა
სწავლის საფასური 2023-2024 სასწავლო წლისთვის:
VIII კლასი - 15 000 ლარი
IX-XII კლასები - 26 500 ლარი
ნიუტონის თავისუფალი სკოლა დაარსდა 2013 წელს. ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება განკუთვნილია 1-დან 12- კლასის მოსწავლეებისთვის.
სკოლის მიზანია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნების უნარი.
სწავლის საფასური 9 000 ლარს შეადგენს.
ბრიტანულ-ქართული აკადემია 2006 წელს დაარსდა.
სწავლის ღირებულება 1-დან მე-5 კლასების ჩათვლით 5 500 დოლარს შეადგენს, მე-6 - მე-9 კლასებში - 7 500 დოლარი, მე-9 და მე-10 კლასებში- 9 500 დოლარი, ხოლო დამამთავრებელ კლასებში სწავლის ღირებულება 10 500 დოლარს შეადგენს.
UG სკოლა 2008 წელს პროგრესული განათლების სურვილიდან დაიბადა, მისი დამაარსებელია საქართველოს უნივერსიტეტი, რომელსაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში წამყვანი პოზიცია უკავია.
წინასასკოლო ჯგუფში სწავლის საფასური შეადგენს 10 000 ლარს. მშობელთან ფორმდება სამწლიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით საფასური შემდეგნაირად განისაზღვრება: