ცნობილი ინფლუენსერი და ბლოგერი, სამი შვილის დედა თი მაჭავარიანი საკუთარ გამომწერებს პასუხობს, რომლებიც ეკითხებიან, როდის გეგმავს მე-4 შვილის გაჩენას:
"ვფიქრობ, მე-4 ბავშვის გაჩენა ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი იქნება, რადგან საკუთარ თავზე ისედაც ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები აღებული და არ იქნებოდა სამართლიანი არც მე-4 ბავშვისთვის, არც იმ ბავშვებისთვის, რომლებიც უკვე მყავს, არც ჩემთვის, არც დათუნასთვის და არც არავისთვის. ასე, რომ, მიუხედავად იმისა, რომ თოთო და პატარა ძალიან მენატრება, 100%-ით გარწმუნებთ, მე-4 ბავშვი ამ ეტაპზე არ იქნება." - ამბობს თი მაჭავარიანი.
ბლოგერი რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა დავით გაფრინდაშვილზე, რომელიც ძალიან კარგად მიიღეს მისმა შვილებმა. თის წინა ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს.
"მეგონა, ჩემს ცხოვრებაში ვერ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ჩემს ოჯახს სრულყოფილს გახდიდა, თუმცა ახლა მადლობას ვუხდი სამყაროს იმ ძალისთვის, რაც მე და ჩემს შვილებს გამოგვიგზავნა!" - დაწერა თი მაჭავარიანმა ცოტა ხნის წინ.