ზოგჯერ თავაზიანი ადამიანები მასპინძლებს სუფრის გაშლაში და ჭურჭლის რეცხვაში დახმარებას სთავაზობენ. რა თქმა უნდა, დახმარების სურვილი დასაფასებელია, მაგრამ ძველად სჯეროდათ, რომ სახლში სტუმრად მოსულმა ადამიანმა ჭურჭელი არ უნდა გარეცხოს. ბებიების წარმოდგენით, სამზარეულოში ეს საქმე მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა უნდა გააკეთონ. მათი აზრით, ჭურჭელზე უცხო ადამიანის ენერგია გადადის და შესაძლოა, ოჯახის კეთილდღეობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.უფროსები თვლიდნენ, რომ უცხო ადამიანმა შეიძლება, ჭურჭელზე არა მხოლოდ საკუთარი უარყოფითი ენერგია და ზრახვები გადაიტანოს, არამედ წყალს გაატანოს და "გარეცხოს“ ოჯახის ბედნიერება, ფინანსური სარგებელი და კეთილდღეობა. ამიტომაც, სტუმრად მისულ, შედარებით უცხო ადამიანებს ჭურჭლის გარეცხვის უფლებას არასდროს აძლევდნენ.
დედამთილს რძლის ოჯახში - წინაპრებს სჯეროდათ, რომ ეს ოჯახში ჩხუბსა და დაპირისპირებას გამოიწვევს