ორი დღეა მედია დათო კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის წყვილის შესახებ წერს. ინტერესი მათ მიმართ მას შემდეგ გაიზარდა, რაც დათო კოდუას ძმამ, ერეკლემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კოდუა, ყოფილ მეუღლესთან ნათია გედევანიშვილთან არის გადაღებული. მოგვიანებით კიდევ ერთი საერთო ფოტო ამჯერად ნათიამ გამოაქვეყნა.
დაშორდა თუ არა დათო კოდუა ალექსანდრა პაიჭაძეს, ამ სათაურებით მედიაში არაერთი სტატია გამოჩნდა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე მიუხედავად ჩვენი მცდელობისა ალექსანდრა კონტაქტზე არ გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი და ტელესახე თავის მრავალათასიან გამომწერებთან ყოველთვის გულახდილია, ამ თემაზე სტატუსიც არ დაუწერია სოციალურ ქსელში.
რა ხდება კოდუების ოჯახში ამ თემაზე დათო კოდუას დედას, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას დავუკავშირდით. ჩვენს კითხვაზე შეურიგდა თუ არა დათო კოდუა მეუღლეს, ღაჭავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ რეალურად მის ვაჟს ოჯახი არასოდეს მიუტოვებია.
ლაურა ღაჭავა:
- კი ბატონო, ოჯახი არასოდეს მიუტოვებია. ის ყოველთვის ყურადღებიანი მეუღლე იყო და ყურადღებიანი ახლაც არის. შვილებს ხომ გადაყოლილია. ის შემთხვევითი ადამიანი ვინც არის ალექსანდრა, მე არ ვიცი, მე მაგ საქმეში არ ვერევი და არც მაინტერესებს.