კლასიკური ლიტერატურის წაკითხვა ერთგვარი სულიერი მოგზაურობაა წარსულის სამყაროში. წიგნები სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად იკითხება. არის ნაწარმოებები, რომლებიც არასოდეს კარგავენ აქტუალობას. გამომცემლობა “პალიტრა L” უკვე არაერთხელ წაკითხულ, უმრავლეს შემთხვევაში ნასწავლსაც კი, მაგრამ თავიდან გასააზრებელსა და ამოსახსნელ ლიტერატურულ შედევრებს ახალი სერიით #გადაიკითხე გამოსცემს.
მოსახერხებელი ფორმატი, მაგარი ყდა შემოსაკრავი სუპერით, სანიშნე, ცარცირებული გვერდებითა და უხვი ფერადი ილუსტრაციებით - თითოეულ წიგნს ერთვის ამა თუ იმ ცნობილი და ავტორიტეტული ლიტერატორის ან მკვლევრის წინათქმა, რომლის მიზანის არის, მიგვანიშნოს ხელახლა წაკითხვისას აღმოსაჩენ აქცენტებზე.
ლიტერატურული პრემია „საბას“ მე-20 დაჯილდოების ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით გამოიცა დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, ხატია ჩიტორელიძის ილუსტრაციებით. სწორედ ეს გამოცემა იქცა გასაღებად ამ დიდი ხნის ნაფიქრი პროექტის ვიზუალური კონცეფციისთვის.
18 სექტემბრიდან კი, ახალი სერიის - #გადავიკითხოთ ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ გამოვიდა. გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში წიგნის სპეციალური ფასი 15 ლარი იქნება.
სერიის თითოეული წიგნი უხვად ილუსტრირებულია ყველაზე საკვანძო სიუჟეტების მიხედვით.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ასევე,შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, ამისთვის დაგვიკავშირდით 032 2 47 00 45 ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://palitral.ge/subscriptions/76
R