ზედმეტ წონასთან ბრძოლა ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ზოგიერთი თავს კარგად გრძნობს ისე, როგორც არის, ზოგს კი აღელვებს ის წონა, რაც ზედმეტად მიაჩნია, თავს არ გრძნობს კომფორტულად ან ისეც ხდება, რომ გარკვეული მიზეზების გამო - ორსულობა-მშობიარობა იქნება ეს, ჯანმრთელობის პრობლემები თუ სტრესები, წონაში მკვეთრად იმატებს და შემდეგ ეს მომატებული კილოგრამები უშლის ხელს.
საზოგადოებისთვის ცნობილ ქალბატონებს, ცნობილ დედებს შორის არაერთია, ვინც ბოლო წლებში ჩვენ თვალწინ შეიცვალა და წონის მკვეთრი ცვლილებები მათ გარეგნობაზე თვალსაჩინოდ აისახა. ისინი საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებენ ხოლმე საზოგადოებას.
მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ბოლო დროს ჟურნალისტისა და ორი შვილის დედის ნანუკა ჟორჟოლიანის ახლებური გარეგნობაა, რომელზეც თავადაც ხშირად წერს ხოლმე და აღნიშნავს, რომ სასურველ წონას მიაღწია ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.
ასევე ახლებური იმიჯით წარდგა საზოგადოების წინაშე მომღერალი, ერთი შვილის დედა თიკა ჯამბურია.
ასევე მშვენიერ ფორმაში ჩადგა სამი შვილის დედა თამარ ლეკვეიშვილი, რომელმაც რამდენიმე წელში დაიკლო წონა.
ასევე ცნობილი დედები, მომღერალი მარიამ როინიშვილი და მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილიც ებრძოდნენ წონას. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ უამბო საზოგადოებას, რომ საკმაოდ ბევრმა სტრესმა და ტრაგიკულმა ამბებმა ბოლო წლებში, მისი ძალიან თვალსაჩინო შედეგი წონასთან დაკავშირებით, შედარებით შეცვალა, თუმცა თავად მშვენივრად გრძნობს ასე თავს.