ცნობიერება ნამდვილი "შავი ხვრელია" ნევროლოგებისთვის. მეცნიერებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ შესწავლილი, თუ როგორ ფუნქციონირებს მომწიფებული ტვინი და რა პროცესების წყალობით გვაქვს წარმოდგენა საკუთარ თავზე, ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროზე და მასში ჩვენს ადგილზე.
კიდევ უფრო გაურკვეველია, რომელ მომენტში იწყება ცნობიერება ჩვენს ტვინში. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ეს ადრეულ პერიოდში, მშობიარობის დროს ან დაბადებისთანავე ხდება, ზოგი კი თვლის, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ან ცოტა მოგვიანებით.
მკვლევართა ჯგუფმა ირლანდიიდან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან და აშშ-დან, რომელთა ავტორობით სტატია ჟურნალ Trends in Cognitive Science-ში გამოქვეყნდა, გააანალიზა ყველა არსებული სამეცნიერო მონაცემი ჩვილების ტვინის ფუნქციონირების შესახებ და მივიდა დასკვნამდე, რომ ცნობიერება შეიძლება ბავშვი ძალიან ადრე, ორსულობის მესამე ტრიმესტრშიც კი, ანუ დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ჩამოუყალიბდეს.
„ჩვენი დასკვნები ვარაუდობს, რომ ახალშობილთა ტვინს შეუძლია გრძნობის ორგანოებიდან მიღებული სენსორული ინფორმაცია გადაამუშაოს და ცნობიერი გამოცდილება დააგროვოს. ამის საშუალებით მათ ესმით გარშემო მყოფების, რაც საშუალებას აძლევთ სათანადო რეაქცია ჰქოდეთ გარშემომყოფების ქმედებებზე“, - წერენ მკვლევარები.