დედა-შვილობა რთული ფენომენია. უსაზღვრო ემოციების და ზღვა სიყვარულის გარდა, ფსიქოლოგები მიჯაჭვულობასაც გამოყოფენ, რომელიც არაჯანსაღ დამოკიდებულებაში გადადის და ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება დედა-შვილს. ასეთ ოჯახებში ახალგაზრდა ვერასოდეს თავისუფლდება დედის მარწუხებისგან და ხშირად საკუთარ ოჯახსაც ვერ ქმნის. ზოგჯერ ფინანსურადაც ბოლომდე მშობლის კისერზე რჩება და ზრდასრულ ასაკშიც კი საკუთარი თავის რჩენა არ შეუძლია.
მშობლისგან განცალკევების, დამოუკიდებლობის პროცესს ემოციურ, ფიზიკურ, ფინანსურ თუ ღირებულებათა სფეროში, სეპარაცია ეწოდება.
ეს ორმხრივი პროცესია, სადაც მშობლების ამოცანა შვილის გაშვება, ხოლო შვილების ამოცანა მშობლებისგან განცალკევებაა
ფსიქოლოგები ასახელებენ 15 ნიშანს იმისას, რომ დედა კვლავ მიჯაჭვულია შვილს. ჩამოთვლილ ნიშნებში რაც უფრო მეტი დამთხვევაა, მით უფრო მაღალია დამოკიდებულება, ანუ დედა-შვილს შორის სეპარაცია არ დასრულებულა.
- დედა დიდ დროს და ყურადღებას მოითხოვს თქვენგან.
- გიწევთ, მოატყუოთ იგი, რათა არ აწყენინოთ და თქვენც ნერვები არ მოგეშალოთ.
- გრძნობთ პასუხისმგებლობას მის განწყობაზე. თქვენი განწყობა პირდაპირ კავშირშია მისასთან..
- მასზე ფინანსურად ხართ დამოკიდებული - ფულის აღება უფრო კომფორტულია თქვენთვის, ვიდრე დედის ფინანსების გარეშე ცხოვრება.
- დედას სურს ჩაერიოს თქვენს გადაწყვეტილებებში.
- აძლევთ მას უფლებას, თქვენი მოვალეობები შეასრულოს.
- ხანდახან გრძნობთ, რომ მას ეჯიბრებით.
- დედაშენი ხელს აფარებს თქვენს უპასუხისმგებლო საქციელს (მაგალითად, გიცავთ და გამართლებთ მეუღლის წინაშე, როცა აშკარად თქვენი უპასუხისმგებლობის გამო მოხდა ინციდენტი.)
- დედა საკუთარ პირად ცხოვრებასა და ინტიმურ დეტალებზე გიყვებათ.
- დედა არ სცემს პატივს თქვენს პირად სივრცეს ( შეუძლია წაიკითხოს თქვენი მიმოწერა ან ან თქვენს მაგივრად უპასუხოს ტელეფონს).
- ხშირად გრძნობთ სიბრაზეს, წყენას და იმედგაცრუებას დედის მიმართ.
- ხშირად გამოგიჭერიათ თავი მშობლებისთვის თქვენი შესაძლებლობების დამტკიცებისას (რა ვარ, რა შემიძლია).
- ზოგჯერ გინდათ, შური იძიოთ იმ შეურაცხყოფისთვის, რაც მშობლებმა მოგაყენეს.
- მშობლების ნაკლოვანებებს არ ითმენთ, ცდილობთ, შეცვალოთ ისინი.
თუ არაფერი ემთხვევა, ეს იგი, განცალკების და მოუკიდებლობის მოპოვების პროცესი წარმატებით დასრულდა.