როგორც წესი, ერთი წლის ასაკში ბავშვს 10- 15 სიტყვის წარმოთქმა უნდა შეეძლოს, წელიწადნახევრისას - 50-75 სიტყვის. ამ დროს მშობლები გოგონებსა და ბიჭებს შორის განსხვავებას ამჩნევენ. მრავალი გამოკვლევის თანახმად, გოგონების სიტყვების რაოდენობა ამ ასაკში 60-70 სიტყვაა, ხოლო ბიჭებისთვის 30-40 სიტყვა. თუ კიდევ უფრო ნაკლებია, ეს სხვა მიზეზების ბრალია.
ბავშვებში მეტყველების განვითარებაზე გავლენას მრავალი მიზეზი ახდენს. მაგრამ ერთსა და იმავე პირობებშიც კი, მშობლები აღნიშნავენ, რომ ბიჭები უფრო გვიან იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე გოგონები. ამას სულ მცირე, 7 მიზეზი აქვს:
- მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები კორპუს კალოზუმით (ნერვული ბოჭკოების ნაკრებით) არის დაკავშირებული. ბიჭებში ის საკმაოდ თხელია, ამიტომ მათ შორის კავშირიც სუსტია. ბიჭებს უჭირთ სხვადასხვა ნახევარსფეროდან ინფორმაციის შეკრება. გოგონებში პირიქით, კორპუს კალოზუმი უფრო სქელია, ამიტომ იმპულსების გამტარობა და კომუნიკაცია ორ ნახევარსფეროს შორის უკეთესია.
- ბიჭებს უკეთ აქვთ განვითარებული ტვინის შუბლის ნაწილები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოქმედების დაგეგმვაზე, ქცევაზე და მოქმედებების ემოციურ მხარეზე. მათთვის რთულია ერთფეროვანი საქმის კეთება, ამიტომ არ უნდა დატვირთოთ თქვენი შვილი რთული ერთფეროვანი აქტივობებით, უმჯობესია ისინი პატარა ნაწილებად დაყოთ და მისთვის უფრო საინტერესო გახადოთ. გოგონებისთვის უფრო ადვილია რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, ბიჭებს კი მხოლოდ ერთ მოქმედებაზე კონცენტრირება გამოსდით.
- მეტყველების მთავარი ცენტრი, რომელიც მდებარეობს მარცხენა ნახევარსფეროში, გოგონებში უფრო სწრაფად მწიფდება.
- გოგონებს უფრო აქვთ განვითარებული არტიკულაციისა და მიბაძვის უნარი, უკეთ აკოპირებენ უფროსების ქცევას და მათ შორის, მეტყველების სტილს.
- გოგონებისთვის უფრო ადვილია ემოციური მეტყველების გაგება ხმაში სხვადასხვა ინტონაციით, ზედსართავი სახელებით. რაც შეეხება ბიჭებს, მათ მარტივი წინადადებები სჭირდებათ მკაფიო შინაარსით. იდეა უნდა იყოს წარმოდგენილი მოკლედ და არსებითად, ზედმეტი ინფორმაციის გარეშე. ჩვენ, მშობლები, ხშირად ვცდილობთ დეტალურად ავუხსნათ რა უნდა გაკეთდეს და რა არა. ამდენი სიტყვის ერთდროულად აღქმა პატარა ბიჭებისთვის რთულია.
- ბავშვები სხვანაირად აღიქვამენ ინფორმაციას. ბიჭებმა უნდა გაიგონ, რატომ უნდა გააკეთონ რაღაც. მნიშვნელოვანია მათ მაგალითით ვაჩვენოთ, რა უნდა გააკეთონ და რა არა. გოგონებისთვის კი საკმარისია, უბრალოდ უთხრან, რა უნდა გააკეთონ.
- ბიჭების ტვინი უფრო მეტად არის ორიენტირებული სივრცით ურთიერთობებზე და მათი აზროვნება არასტანდარტულია. ისინი მაღალ შედეგებს სისწრაფისა და სიზუსტის ტესტებში უფრო ხშირად აჩვენებენ - ტვინი მათ საშუალებას აძლევს სწრაფად დაასრულონ დავალებები. საუბარში ისინი ცდილობენ აზრის გააზრებას. გოგონებში ჭარბობს ვერბალური ინტელექტი - ასოების სიტყვებად, სიტყვების კი წინადადებებად გადატანის უნარი, მათი აზროვნებაც იგივე ტიპისაა. ამიტომ ისინი წარმატებულები არიან კომუნიკაციებთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
ამ ფაქტორებმა კი შეიძლება ირივე სქესის შემთხვევაში შეანელონ მეტყველების განვითარება:
- ორსულობის ან მშობიარობის არახელსაყრელი მიმდინარეობა, მოშლის საფრთხე, ჰიპოქსია, ანემია, ინფექციები გავლენას ახდენს ტვინის ფორმირებაზე. რაც უფრო პატარაა ნაყოფი, მით უფრო დიდია შედეგები.
- გაჯეტები და არასაკმარისი კომუნიკაცია. ბავშვებს ცოცხალი კონტაქტები და მშობლების აქტიური ჩართულობა სჭირდებათ. სწორედ ეს უძლიერებს ბავშვს ლაპარაკის მოთხოვნილებას.
- არასასიამოვნო ვითარება ოჯახში, როდესაც ბავშვი საკუთარ თავში იკეტება. გაუთავებელი კონფლიქტები, უხეშობა და აკრძალვები აფერხებს ბავშვის განვითარებას.
- აღზრდის სადევეების მიშვება. როგორც წესი, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს, სადაც მათ სათანადო ზრუნვა და ყურადღება არ აქვთ, უჭირთ კომფორტულ პირობებში გაზრდილ თანატოლებს დაეწიონ.
- ბავშვის ახირების ზედმეტად დაცვა. თუ ბავშვი ხედავს, რომ მისი მშობლები აკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც მას სურს და ამისთვის თითის გაშვერაც საკმარისია, მაშინ თხოვნის სიტყვიერად გამოხატვის საჭიროება უკანა პლანზე გადაიწევს.
- მემკვიდრეობითობა. ბავშვები ხშირად მიჰყვებიან განვითარების იმავე გზას, როგორც დედა და მამა. ასე რომ, უფროსებო, თუ არ იცით, ბებიებს უნდა ჰკითხოთ, როდის დაიწყეთ საუბარი.
- სერიოზული დაავადებები. საავადმყოფოში ხანგრძლივი ყოფნისას ბავშვის ყველა ორგანო მაქსიმალურად არის გადართული გადარჩენაზე და არა მეტყველების განვითარებაზე.