მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა ორსულობის მეცხრე თვეშია და დღე-დღეზე მეორე შვილს ელოდება. ამ მნიშვნელოვან მოვლენამდე მან და მისმა მეუღლემ ოჯახური საახალწლო ფოტოსესიის მოწყობა გადაწყვიტეს, პატარა ნინასთან ერთად.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ვიდეოში კი ნანუკა საუბრობს იმაზე, თუ რატომ მოსწონს ორსულობის მდგომარეობა და ასევე მეუღლეს უსვამს რიტორიკულ, იუმორისტულ შეკითხვას, თუ ბევრი შვილი უნდოდა, რატომ მოიყვანა 37 წლის ცოლი.