"ვარდისფერი თმა, ტატუ, სვირინგები და სრულიად მოულოდნელი ქართული ნაქარგობა – მე ვირჩევ ევროპას საქართველოსთვის" - დედა სიდონია - მშობლები

"ვარდისფერი თმა, ტატუ, სვირინგები და სრულიად მოულოდნელი ქართული ნაქარგობა – მე ვირჩევ ევროპას საქართველოსთვის" - დედა სიდონია

2023-12-13 16:44:39+04:00

დედა სიდონიამ, რომელიც წლებია ექსკლუზიურ ხელნაკეთ ნივთებს ქმნის, ახლახან სოლიდარობის ფონდი დააფუძნა, სახელწოდებით "ნანტიუსი" და კავკასიის უნივერსიტეტში წარადგინა. ფონდ „ნანტიუსის“ მიზანია ინკლუზიური საზოგადოებისა და ტოლერანტული გარემოს მხარდაჭერა, კულტურული, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობების ორგანიზების გზით. მან წარადგინა ახალი ნამუშევარი სახელწოდებით „ხიდი“, რომლის კონცეფციაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთანაა დაკავშირებული, და ზოგადად მისი ნამუშევრები ქართული, ტრადიციული ნაქარგობის ახალი სიცოცხლეა თანამედროვე აქსესუარში.

გარდა ამისა, აღნიშნულ წარდგენაზე დედა სიდონიამ მის კიდევ ერთ, მნიშნელოვან ხაზზე ისაუბრა, რომლის პრეზენტაციაც ასევე შედგა და რომლის მთავარი სახეც სტეფანე მღებრიშვილის ქალიშვილი ფანი გახდა.

"ვარდისფერი თმა, ტატუ, სვირინგები და სრულიად მოულოდნელი ქართული ნაქარგობა – მე ვირჩევ ევროპას საქართველოსთვის. ეს თაობა Genz-ია, რომელთანაც თავსებადია ქართული ორნამენტი, ძველის ახლებური სიცოცხლე. ახალგაზრდას, რომელიც ამ მოცემულობას ირჩევს, უყვარს ქართული კულტურა და ამგვარი პოზიციონირებით მას იდენტობის დაკარგვის არ ეშინია. ეს ყოველივე თავსებადია“, – ამბობს დედა სიდონია.