ვაშლის შტრუდელი - ნაკლებკალორიული, მარტივი და გემრიელი - მშობლები

ვაშლის შტრუდელი - ნაკლებკალორიული, მარტივი და გემრიელი

2015-02-20 16:36:38+04:00

საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვინც დიეტაზეა

ვაშლის შტრუდელი ავსტრიული კერძია. მისი მთავარი ღირსება ისაა, რომ ნაკლებკალორიულია და მათთვისაც მისაღებია, ვინც დიეტას ხშირად იცავს. მისი მომზადება ადვილია, მთავარია ინსტრუქცია სწორად შეასრულოთ.

ინგრედიენტები:

mshoblebi

2 თხელი ფენა ფენოვანი ცომი

2-3 დიდი ვაშლი (მომჟაო)

1/2 ჩ.კ. დარიჩინი

2 ს.კ ფქვილი

1/2 ჩ.ჭ. გატარებული ნიგოზი.

5 ს.კ. შაქარი

2 ს.კ. დაფქული ორცხობილა

1 კვერცხი+1 ჩ.კ. წყალი

მომზადება:

mshoblebi

გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე

გაასუფთავეთ ვაშლები, ამოაცალეთ გულები და დაჭერით კუბებად. მოათავსეთ ჯამში და მოაყარეთ 3 კოვზი შაქარი, დარიჩინი, ფქვილი. გააჩერეთ 20 წუთით, რომ ვაშლმა წვენი გამოუშვას.

mshoblebi

ცალკე ჭურჭელში აურიეთ ნიგოზი, დაფქული ორცხობილა და 2 კოვზი შაქარი. გააბრტყელეთ ცომი, მოაყარეთ ნიგვზის ნარევი და დააწყვეთ ვაშლი. რულეტივით გადაახვიეთ, გვერდები ამოუკეცეთ. იგივენაირად მოამზადეთ მეორე ცომის ფენაც.

რულეტებს თავზე წყალგარეული კვერცხის გული მოუსვით, დასერეთ და შედგით ღუმელში 40-45 წუთით.

mshoblebi

mshoblebi