სულ ცოტ ხნის წინ გავრცელდა ხმები, თითქოს ალა პუგაჩოვა, რომელიც ისრაელში დაწყებული არეულობის შემდეგ კვიპროსში გადავიდ ოჯახით, იქ ცუდად გახდა. ვრცელდებოდა ხმები, რომ ალა საკმაოდ ცუდად არის და იმაზეც "ღელავდნენ" ტაბლოიდები, პატარა ბავშვები ასეთ ასაკში რომ უდედოდ დარჩებოდნენ. თუმცა, ჭორების გამავრცელებლების საპასუხოდ, ალამ ახალი ფოტო გამოაქვეყნა ინსტაგრამზე შემდეგი ტექსტით:
"მე და მაქსიმი ანდრეი მაკარევიჩის 70 წლის იუბილეზე მივდივართ. გავერთობით ბოლომდე".
მანამდე კი მის გარშემო აგორებულ ჭორებს ვრცელი პოსტი მიუძღვნაა:
"სასაცილო და სევდიანია მოშურნეების, ცილისმწამებლების და კაცუნების გროვის ყურება. ისეთი სასაცილოები ხართ! სხვათა შორის, სწორედ თქვენ გიწოდეთ მონები, ხალხი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, ისინი ამჟამინდელი სიტუაციის მონები არიან. მე ხალხი მიყვარს და მეცოდება, თქვენ კი ჩემი მისამართით გამოთქმული თავხედური გამონათქვამებით, აბსურდული ჭორებით და სიცრუით ცდილობთ ხალხს დამაშოროთ, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ვმღეროდი, ვცხოვრობდი, ვწირავდი ჯანმრთელობას და პირად ცხოვრებას.
არ გამოგივათ, როგორც არ უნდა ეცადოთ. ასე რომ, ნუ დახარჯავთ ამაზე რესურსებს. ამაოა ჩემი განადგურების მცდელობა ან ჩემი სიცოცხლისა და შემოქმედების გაუფასურების. ჩემი მრავალმილიონიანი აუდიტორია არ მიღალატებს.
მე ჩემი მისია შევასრულე, კარგა ხანია არ ვმღერი და სამყარო განაგებს ჩემს ბედს. და ნუ ითვლით თმის ღერების რაოდენობას ჩემს თმაზე (ჩერნობილის შემდეგ, მადლობა ღმერთს, რაღაც დამრჩა). ჩემი დაღლილი ხმაც ისევ ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნახევარი საუკუნე, დაავადებების მიუხედავად გავრბოდი საყვარელ მაყურებელთან და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ისინი ბედნიერები ყოფილიყვნენ. დავდივარ კიდეც, თვალებიც ხედავენ და ყურებსაც ესმით.
ჩემს ფულს ითვლით? დიახ, ბევრ ვშრომობდი და ვშოულობდი იმათგან განსხვავებით, ვინც სმაში და გართობაში გალია თავისი ვარსკვლავური ეტაპი და ახლა უაპელაციოდ აცხადებს, რომ ალა პუგაჩოვამ გადაუკეტა გზა. ასე უფრო აწყობს...
არც ფულშია ბედნიერება. თავისუფლებაა მთავარი სიმდიდრე. და მე მას ვუფრთხილდები, ამით ვცხოვრობ და ვეცდები ვიცოცხლო იქამდე, სანამ სინათლე არ გაიმარჯვებს სიბნელეზე, სიკეთე - ბოროტებაზე, სიმართლე - ცილისწამებაზე.
ცხოვრება გრძელდება!
P.S. ერთხელ იაროსლავ დრონოვმა მთხოვა, მეთქვა ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა და ახლა ვიტყვი: "თქვენ კიდევ გაიგებთ ჩემზე!" გინდათ ეს თუ არა, ცხოვრება გვიჩვენებს, რომ მე კვლავ თქვენს გულებში ვარ.
მადლობა.
ალა პუგაჩოვა".